E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








დამსვენებელთა ისტორიები

მოგზაურობა ფლორენციაში - ინტერვიუ თამუნა რცხილაძესთან 2005-06-27 11:28

თამუნა როგორ წახვედი ფლორენციაში?

იტალიურმა აკადემიამ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიგვიწვია ქართველი მოდელები. ერთი ჩვენება უნდა გამართულიყო, მაგრამ ჩავედით 2კვირით ადრე რეპეტიციის გასავლელედ. 

როგორ მოგეწონა ქალაქი?

შოკში ვიყავი, ულამაზესი იყო.პირველ რიგში თვალში სუფთა ქუჩები მომხვდა.აბსოლიტურად ყველა სახლის ფასადი  ყვავილებით იყო მორთული.ძირითადად დაბალი შენობებია,რაც ქალაქს ძველ იერს უნარჩუნებს.ცენტრი კი გადაკეტილია, იქ მანქანები არ დადიან. მთავარ მოედანზე მუზეუმია.ასევე ცენტრში მოსახვედრად უნდა გადაიარო ე.წ. `ოქროს ხიდი`, სადაც ბევრი ოქროულობა იყიდება, სახელიც აქედან წამოვიდა.ასევე ძაან ბევრი მაღაზიაა.

საერთო ჯამში ქალაქს მდიდრული იერი აქვს.რითი იწყებოდა შენი დღე?

დილიდანვე რეპეტიციებზე მივდიოდით, შემდეგ ვათვალიერებდით ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.განსაკუთრებით სანტა-მარია-დელ-ფიოვრეს ტაძარი მომეწონა.ასევე ვაწყობდით მცირე ექსკურსიებს ქალაქის გარეუბნებში, სადაც თითქმის ყოველ ნაბიჯზე მუზეუმი იყო.იქ უამრავი ანტიკური ნივთი დავათვალიერე. ასევე დაუვიწყარი იყო ლეონარდო და ვინჩის სახლ-მუზეუმი, დავითის ქანდაკება და  რენესანსის ეპოქის სხვა ძეგლები.

როგორი არიან იტალელები? მართალია რომ ქართველებს გვგვანან?

ჩვენსა და მათ ძველ თაობებს შორის მართლაც არის რაღაც მსგავსება,რასაც ვერ ვიტყვი ახალგაზრდებზე. გარეგნობით კი ისინი გვჯობიან, თუმცა იქაურმა ქალებმა ვერ მოახდინეს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება.სტუმართმოყვარეობით კი მართლა ვგავართ ერთმანეთს. ფლორენციის ქუჩებში ყველა ერთმანეთს უღიმის და ტურისტების მიმართაც არიან კეთილგანწყობილი.კომპლიმენტს ლამაზი ქალის მიმართ არასდროს იშურებენ.

როგორ ერთობოდი?

ქალაქის თვალიერების შემდეგ, საღამოობით გავდიოდით ღამის კლუბებში.ძირითადად ყველა მსგავსი კლუბი დღის განმავლობაში რესტორნის ფუნქციას ასრულებს, 12 სთ-ის მერე კი ფლორენციის ღამის ცხოვრება იწყება.

საქართველოს თუ იცნობენ იტალიაში?

თავიდან როდესაც ჩვენს ქვეყანას ვუხსნიდით, ვერ ხვდებოდნენ საიდან ვიყავით.მაგრამ საკმარისი იყო კახი კალაძე გვეხსენებინა მაშინვე გვცნობდნენ.კახის მიმართ იმდენად სიმპატიით არიან განწყობილნი რომ ბევრჯერ ჩვენთვის ფასიც კი დაუკლიათ.საბოლოო ჯამში კმაყოფილი ხარ?ძალიან, ისე მომეწონა იქაურობა, რომ მზად ვიყავი სამუდამოდ იქ დავრჩენილიყავი.თითქოს ვგრძნობდი რომ იტალია ჩემი მეორე სამშობლო იყო.ერთხელ მაინც უნდა ნახო ეს სამოთხე.

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script