E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








დამსვენებელთა ისტორიები

მოგზაურობა ანტალიაში – ინტერვიუ ნიკა წულუკიძესთან 2005-06-10 12:09

ნიკა როგორ დაიწყო შენი მოგზაურობა ანტალიაში?

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ თურქეთში დასვენება, არჩევანი ანტალიაზე შევაჩერეთ და გავემგზავრეთ ორი კვირით. აქედან გავყევით ცეკვის ანსამბლს, რომელიც რაღაც ფესტივალზე მიდიოდა და საათნახევარი ფრენის შემდეგ ჩავედით ანტალიაში, ქალაქ სიდეში. გავემგზავრეთ სასტუმრო `შUN KING`-ში, რომელიც 5 ვარსკვლავიანი, ელიტარული სასტუმროა. სავსე იყო იტალიელი, გერმანელი, ფრანგი ტურისტებით. თვითონ სასტუმრომ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. უზარმაზარი, 12 სართულიანი. მდიდრული იერის გამოსახატავად თითოეული ნომრიდან ფარშევანგები იმზირებოდნენ. თუმცა მაღალ სართულებზე ტურისტების მოსატყუებლად ინდაურები დადიოდნენ, ალბათ აღარ ეყოთ ფარშევანგები.

რამდენ ოთახიანი ნომერი გქონდათ?

ჩვენი ნომერი 3 ოთახიანი იყო. ორი საძინებელი , მისაღები და ვანა- ტუალეტი. აივანიდან კი უზარმაზარი მილით პირდაპირ ბასეინში ეშვებოდი.

რამ მოახდინა შენზე შთაბეჭდილება სიდეში?

არ დამავიწყდება  ძვ. წ. აღ. მე-7 საუკუნეში აშენებული ამფითეატრი, რომელსაც სახურავი არ ჰქონდა. აქ ძველ დროში მოსავლის აღების დროს, ღმერთის საპატივისცემლოდ იმართებოდა რიტუალური სანახაობები, სწორედ ამიტომაც არ იყო თეატრი გადახურული რათა ღმერთს დაენახა ეს ყველაფერი. ასევე დაუვიწყარი იყო ერთ დღიანი კრუიზი გემით. მას  უკან მანეჟი ჰკონდა მობმული, რომელიც ნახევრად წყალში იყო. შიგ ვხტებოდით და გემთან ერთად მივქროდით.

როგორი სამზარეულო აქვთ თურქებს?

საშინლად ცხიმიანი, წყალს კი საერთოდ ვერ მიეკარებოდი, ზეთის გემო ჰქონდა. მაგრამ აქვთ უგემრიელესი მაწონი თავიანთი სუნელებით შეკაზმული, რომელსაც შაურმასთან ერთად გეახლებოდით. ნებისმერ მაღაზიაში, კბილის ჯაგრისიც რომ იყიდოთ, აუცილებლათ შემოგთავაზებენ თურქულ ჩაის. ამით ვისარგებლე და ყოველ დილას ცელოფნის პარკში ვახვევდი ყველს , პურს და ნაირ-ნაირ მაღაზიებში ვსაუზმობდი.

რამ მოახდინა შენი გაკვირვება ანტალიაში?

როდესაც პირველად შევედი საზოგადოებრივ ტუალეტში, ვხედავ წარწერას რომ შესვლა ღირს მილიონ ნახევარი, კინაღამ ცუდად გავხდი. თვითონ თურქული კუპიურები კი ჩვენებური გაზეთის ხელაა.

როგორ გეპყრობოდნენ თურქი მასპინძლები?

არაჩვეულებრივად. ძალიან უყვართ ქართველები და დიდ პატივს სცემენ თუ არ ჩავთვლით ერთ გამონაკლისს.ერთერთ მაღაზიაში შემხვდნენ ქუთაისლები, რომლებიც ქურდობით ირჩენდნენ თავს.მიუხედავათ იმისა რომ უცხოები იყვნენ მაინც მივედი და გამოველაპარაკე.  ორი სავსე პარკი ეჭირათ მოპარული ტანსაცმლით.ამ დროს ერთერთმა დახლიდან მაისური აიღო, თავის ცელოფანში ვეღარ ჩატია და ჩამიდო . თვითონ კი გაიქცა. ამ დროს ვხედავ ჩემსკენ მოემართება  1700 მეტრიანი  კონტროლიორი. ჩემდა საუბედუროდ შევამჩნიე რომ ჩემი პარკი გამჭვირვალე იყო   და მოპარული მაისური ამაყად მიმზერდა იქიდან.ჩამავლო ამ კაცმა ხელი და გამიყვანა გვერდითა ოთახში, გადაწყვეტილი ჰქონდა დაერეკა ჟანდარმერიაში. ზუსტად წინადღეს მომიყვნენ თუ როგორ დააჭრეს ქართველებს თითები ქურდობისათვის. ამიტანა კანკალმა მაგრამ რა უნდა მექნა? იმან ინგლისური არ იცოდა მე კი თურქული. ჩაუვარდი მუხლებში, ამოვიღე უშველებელი ზომის ერთ მილიონიანი და  ჩავუჯიბე  შენ შემოგევლე  არ დამღუპო-თქო. მაგრამ გვიან გავიგე რომ ერთ მილიონიანი  ჩვენებურად  დაახლოებით 40 თეთრს უდრიდა. მას სიცილი აუვარდა და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე  გამომიშვა.

მაგარი დრო გიტარებია  კიდევ რას დაამატებდი?

გამაოცა ერთმა ფაქტმა. ერთხელ გავდივარ ზღვაზე და რას ვხედავ? აბსოლიტურად შიშველი ხალხი ეფიცხება მზეს. გავოგნდი , საოცრად უხერხული სცენების მომსწრე გავხდი. საცურაო კოსტიუმში   კი ყველამ დამცინა. როგორც იქნა მოვკალათდი და ვხედავ ჩემს გვერდით ზის ულამაზესი შიშველი ქალი და მკერდზე ისმევს გასარუჯ კრემს . სირცხვილისაგან გავწითლდი და მეგობრებთან დავიწყე ქართველი ქალის კდემამოსილებაზე ლაპარაკი. ვამტკიცებდი რომ ქართველი ამას არასოდეს არ იზამდა. 5 წუთში ურეკავს ტელეფონი და პასუხობს: ` მოხვედი ოთარ? მეც მალე მოვალ.` აი ასეთი რამეებიც ხდება.

ბევრი ქართველია თურქეთში?

უამრავი. ქართული უბნებიც კი არის. სხვათაშორის ერთხელ გადავწყვიტეთ ასეთ უბანში გასეირნება. მივედით და რას ვხედავ ყველგან ჩემი სურათებია გამოკრული.  ეს სურათები ერთი წლის წინ საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად გადაგვიღო ბასა ფოცხიშვილმა, როგორც ჩანს ანტალიაშიც იყო საარჩევნო უბნები. ძალიან გავოცდი და ამავდროულად ძალიან გამიხარდა.

წამოსვლაზე ძალიან დაგწყდა გული?

იცი, რაღაც ორმაგი გრძნობა დამეუფლა. თან დარჩენა მინდოდა თან თბილისი , მშობლები მენატრებოდა. უკანა გზა ავტობუსით ვიმგზავრეთ. თითქმის მთელი თრქეთი გადავსერეთ და საქართველოს საზღვრებს რომ მივუახლოვდით ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგონა. თან მგზავრობის დროს იგავ-არაკებს ვწერდი, ასე რომ გზაშიც არ მომიწყენია.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script