E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








დამსვენებელთა ისტორიები

მოგზაურობა იტალიაში - ინტერვიუ თემურ კობახიძესთან 2006-04-12 16:41

მსოფლიო იმდენად დიდია, ამბობენ ყველაფრის სანახავად  ერთი ცხოვრება არ არის საკმარისი. თუმცა ნამდვილ მოგზაურებს შეიძლება საწინააღმდეგო აზრი აღმოაჩნდეთ. არიან ადამიანები, რომელთა მიზანი მაქსიმალურად ბევრის მოსწრება და ყველა კუთხის მონახულებაა.

 

თემურ კობახიძე იტალიაში უკვე იმდენჯერაა ნამყოფი, რომ სათვალავიც აერია. რომზე, ფლორენციაზე, სიენაზე, პიზასა და ბევრ სხვა ქალაქზე საათობით შეუძლია საუბარი. მაგრამ ამჯერად მხოლოდ იტალიაში მოგზაურობისთვის საჭირო მთავარ ელემენტებსა და ქალაქ რომზე ვისაუბრებთ.

 

იტალიაში სტუმრობის მიზეზი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ბევრი ისტორიული ქალაქების დასათვალიერებლად ჩადის, ზოგი ბიზნეს ტურით, ზოგიც კი ტანსაცმლის შესაძენად. ყველაფერს თავისებური ხიბლი და მიმზიდველობა აქვს.

 

თუ უბრალოდ ტურისტი ხარ და რომში ჩადიხარ, I  შთაბეჭდილება ისაა, რომ აეროპორტი საკმაოდ მოკრძალებულია. ვერ გრძნობ, რომ ეს სამყაროს ცენტრია. ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი ფრანკფურტისა თუ იგივე ლოს ანჯელესის აეროპორტებთან შედარებით ძალიან სადაა. თუმცა შთაბეჭდილებები აეროპორტიდან გამოსვლისთანავე იწყება.

დავიწყოთ ვია აპიადან. ეს არის ის უძველესი რომაული გზა, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ეპოქაში იყო აშენებული. ძველი რომაელები კი ძალიან მაღალი დონის არქიტექტორები იყვნენ. გენიოსი მშენებლები, რომლებსაც ბადალი თანამედროვე სამყაროშიც კი არ ჰყავთ.

ვია აპა იმითაა ცნობილი, რომ სპარტაკის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ყველა მონაწილე სწორედ ამ ქუჩაზე იყო ჯვარცმული.

ძველი რომის დიდებულებაზე წარმოდგენას გიქმნის ვია აპიაზე არსებული ტომბა დი ჩეჩილია მეტელა, რომის ერთერთი იმპერატორის საყვარლის აკლდამა. ამ ადგილას ნამდვილად ღირს ტრანსპორტის გაჩერება და ცოტა ხნით შესვენება. იმისთვის, რომ გაიგო რა იყო რომი 2000 წლის წინ და რა არის ახლა.

 

როცა რომში შედიხარ, უცებ ამჩნევ, რომ ხალხი ძალიან ჰგავს ქართველებს. ხომ ამბობენ, "იტალიელები კარგად ჩაცმული ქართველები არიანო". რაც უფრო სამხრეთისკენ მიდიხარ, მსგავსება უფრო მატულობს და თავს არანაირად არ გრძნობ სხვა სამყაროში. რასაც ვერ იტყვი ჩრდილოეთზე, რომელიც უფრო მკაცრია და უფრო რაფინირებული.

 

ისევ რომს რომ დავუბრუნდეთ, აქ თანაარსებობს 3 უდიდესი კულტურა: ძველი რომი, რენესანსული რომი და თანამედროვე რომი, რომელიც აგრეთვე კოლოსალური კულტურაა.

ტურისტისთვის აუცილებლად სანახავია რომის ფორუმი. სადაც იულიუს კეისრის სისხლი დაიღვარა, სადაც მის წინააღმდეგ მოხდა შეთქმულება. სჯობს თავი არ შეიწყინოთ რომის იმპერატორების სასახლეების დათვალიერებით, მითუმეტეს თუ 3 დღით ხართ ქალაქში ჩასული. ისინი უკვე განძარცულია. საქმე იმაშია, რომ მეთვრამეტე საუკუნეში რომს მართავდა ბარბერინების დინასტია, რომლებმაც სასახლეებს მარმარილო ჩამოაშორეს და საკუთარი სასახლეებისთვის გამოიყენეს.

 

 

მეორე დღეს მთავარი გაჩერება ვატიკანია. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მის დასათვალიერებლად 1 სრული დღეა საჭირო. უფრო სწორად რამდენიმე კვირა, მაგრამ დასაწყისისთვის ასეც შეიძლება.

 

 

 

თუ გაზაფხულზე ან ზაფხულში ჩადიხარ, ძალიან ადრე უნდა ადგე, დაახლოებით 7-ზე და მუზეუმის შესასვლელთან დადგე. რადგან უზარმაზარი რიგი დაგხვდებათ. ზამთარში შედარებით ნორმალური სიტუაციაა. მთავარია "სიქსტის კაპელაში" მოხვედრა, რომლის ჭერის მოხატულობა მიქელანჯელოს ეკუთვნის. სასურველია ნახოთ ჩრდილოეთის კედლის

მოხატულობა – მიქელანჯელოს განკითხვის დღე.

 

წმინდა პეტრეს ტაძარში კვირაობით სჯობს მოხვედრა, როცა წირვა ტარდება, ანუ რომაული ლიტურგია, მესა. ეს არის მოვლენა, რომელსაც აუარება ხალხი ესწრება. ოთხი უშველებელი ორღანი უკრავს და გალობს გუნდი. შემოდიან კარდინალები, პატრიარქები...თვალზე ცრემლი მოგადგება. ნამდვილი სულის აღმაფრენაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, იქ იგრძნობ, რომ ქრისტიანული სამყარო ერთიანია.

აუცილებლად უნდა მოინახულოთ გუმბათი, რომელიც ასევე მიქელანჯელოს ეკუთვნის. თუმცა, მათთვის, ვისაც კლაუსტროფობია სჭირს, 333 კიბე ძალიან ძნელი ასავლელია. თუმცა, არის სპეციალური თოკი, რომელიც ასვლაში გეხმარება. ზემოთ რომ ადიხარ ყველაფერი გავიწყდება, რადგან რომს მთელი მისი დიდებულებით და სასწაული სილამაზით ჩიტივით ზემოდან დასცქერი. ერთერთი უძლიერესი წერტილია, ასე რომ 10 თუ 12 ევროს დანანება ნამდვილად არ ღირს.

 

განსაკუთრებული თემაა რომში შადრევნები. მათი ინტენსიური მშენებლობა მეთვრამეტე საუკუნეში მიმდინარეობდა. ერთერთი ყველაზე ცნობილი ტრევის შადრევანია. თუ მარცხენა ხელით, თანაც მარცხენა მხრიდან მასში ხურდას ჩააგდებ, ამბობენ, რომ აუცილებლად დაბრუნდები რომში. ვენეციის და ესპანეთის მოედნებიც შადრევნებითაა ცნობილი. სხვათაშორის, საქართველოს საელჩო ერთ დროს ზუსტად ესპანეთის მოედანზე მდებარეობდა.

გარდა ამისა სწორედ აქაა ის კიბეები, რომლებზეც მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონები დადიოდნენ, რადგან ყოველწლიურად მოდების ჩვენება ეწყობოდა. რადგან ქალებზე ცამოვარდა საუბარი, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელებს ქალები დიდად ლამაზები არ ჰყავთ. მაგრამ თუ ათასში ერთხელ გამოერია, ბავშვობიდან ტელევიზიისთვის ან კინოსთვის იქნება "განწირული". იტალიელებს ძალიან მოსწონთ ქერა ქალები, ძალიან.

 

 

არსებობს ასეთი ამერიკული ცნება "Budget Traveler”, ანუ მოგზაური, რომელიც თანხაზეა დამოკიდებული და თან ცოტა დრო აქვს. ასეთებმა სჯობს მესამე დღე რომში ხეტიალს დაუთმონ. ეს ქალაქი ისედაც მუზეუმია, ძალიან ლამაზია. ის ყოველთვის სამყაროს ცენტრად აღიქმებოდა. გავიხსენოთ თვითონ რომის პაპის მიმართვა "Orbi et Urbi”. რაც ნიშნავს ქალაქს და სამყაროს. ქალაქის ქვეშ  ერთადერთი – რომი მოიაზრება. სამყარო კი ზოგადად ხალხია.

 

რომში ხეტიალის დროს თუ რომა ტერმინის წააწყდით, რკინიგზის სადგურს, იქედან მიდის ქუჩა – ვია კავურ, რომლის ერთერთ გადასახვევზე კოლიზეუმია.

 

ბოლოს ტრატორიის ჯერიც დგება. რომაული ღვინო შედარებით დაბალი ხარისხისაა. ამიტომ სჯობს ფლორენციული ღვინო მოითხოვოთ. შეუდარებელია ტოსკანური კიანტი კლასიკო. მართალია იაფი არ არის, მაგრამ ნამდვილად ხელმისაწვდომია. უფრო ძვირი სიამოვნებაა კიანტი კლასიკო რიზერვა.

ბევრს იტალიური კერძები ქართულის შემდეგ შეიძლება უგემურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქვეყნის სამზარეულო მსოფლიოში აღიარებულია.

 

 

 

 

მოკლედ რომში 3 დღე მაქსიმალური სიამოვნება, ოღონდ ექსტრემუმების გარეშე, დაახლოებით 300 ევრო ჯდება. თანხაში შედის ნორმალური სასტუმრო, შეუფერხებელი ცხოვრება და მუზეუმები, რომლებიც ათ ევრომდე მაინც ღირს.

თუ ვინმეს საყიდლები აინტერესებს, აუცილებლად უნდა მოძებნონ კორსო, სადაც მაღალი დონის პროდუქციის შეძენა შედარებით დაბალ ფასებშია შესაძლებელი.

 

როცა იტალიიდან ბრუნდები, ყველაზე მეტად გწყდება გული ურთიერთობაზე, რომელიც უდიდეს სითბოს იძლევა. ხალხი საოცრად კეთილგანწყობილია, თუკი დაუახლოვდი და თავისიანად მიგიღეს. ისე კი ამას რამდენიმე დღე ნამდვილად არ ჰყოფნის. თუმცა ევროპის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ათეულობით წლებიც არ სჭირდება.

 

"მართალია ყველა გზა რომში მიდის, მაგრამ ტურისტებისთვის უკანვე ბრუნდება. თუმცა, როცა კეთილი კაცი კვდება, მისი სული ისევ იქ მიფრინავს. არსებობს პარიზი, ლუვრი, აბსოლიტურად ფანტასტიკური ქალაქი ლონდონი, რიო–დე–ჟანეირო, მაგრამ იტალია სულ სხვაა".

 

 

 

 

 

 

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script