E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








დამსვენებელთა ისტორიები

იაპონური ჩანახატები 2006-02-28 11:14

საკმაოდ დიდი ძალისხმევა არის საჭირო, რომ მოხვდეთ იაპონიაში. არც ისე მარტივად ხდება ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რამოდენიმე თვით ადრე დაჯავშნული ბილეთებით მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ შეძლეს იაპონიაში გამგზავრება.

სამთავრობო დელეგაცია სპეციალური მოწვევით ჩავიდა ქალაქ ტოკიოში აეროპორტში ჩასვლისთანავე ტრაპთან ქართველებისათვის ძალიან უცხო ქცევის, წესებისა და გარეგნულად განსხვავებული ადამიანების დიდი გუნდი დახვდათ.

იაპონელები მთელ მსოფლიოში თავიანთი ზრდილობით განთქმული ერია.მათი წეს-ჩვეულებების თანახმად,შეხვედრისას თავის დაკვრით იციან მოსალმება და მანამ არ გაჩერდებიან ვიდრე თვითონ არ დაასრულებენ მისალმების რიტუალს. სამთავრობო დელეგაციას თან ჟურნალისტებიც ახლდნენ,რომლებმაც იაპონელებთან შეხუმრება გადაწყვიტეს და ყოველ შეხვედრაზე თავს აკვრევინებდნენ. როგორც შემდეგ მიამბეს მათი საჭმელი ძალიან განსხვავებული ყოფილა.ისინი მხოლოდ ზღვის პროდუქტებს მიირთმევენ.ერთ დღეს იმდენად მობეზრდათ ჟურნალისტებს ზღვის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის ყოველდღიური ჭამა, რომ გადაწყვიტეს რესტორანში გაპარულიყვნენ. მოგეხსენებათ, როდესაც უცხო ქალაქში ჩადიხართ ბუნებრივია არ იცი სად წახვიდე და რით გაერთო. პარასკევ დღეს მთელი ქალაქი გასართობად ემზადება მათ ხომ წინ ვიიქენდი ელოდებათ. ამიტომ დელეგაციის წევრებმა გადაწყვიტეს დრო თავისუფლად გაეტარებინათ. მათ დაიქირავეს ტაქსი და სთხოვეს ცენტრში წაყვანა. იაპონიაში იმდენად ყველაფერი ერთმანეთის მსგავსია დაწყებული ადამიანებიდან დამთავრებული ქუჩებითა და კუთხე-კუნჭულით, რომ მათ ეგონათ ერთი და იგივე ადგილზე ტრიალებდნენ. სამწუხაროდ ყველა კაფეში ერთი და იგივე სიტუაცია დახვდათ და ღამის სამ საათამდე უშედეგო “წანწალის” შემდეგ ტაქსის გაჩერებაც ძლივს მოახერხეს და ასე მშივრები და დაღლილები, მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდნენ სასტუმროში.

ამის შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გადადის ქალაქ კიოტოში, სადაც მათ მისალმების მაგივრად ახვედრებენ ჩაის. კიოტოში ჩაის დალევას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჩაი განსხვავებულ შემადგენლობას შეიცავს. მასში ისეთი ნივთიერებებია შესული, რომელიც დანიშნულებისამებრ არის განკუთვნილი. თუ ჩაის დალევაზე უარს იტყვი ეს დიდი შეურაცხყოფა და უპატივცემულობა არის მათდამი. ერთ-ერთ საქართველოს წარმომადგენელს მოუტანეს განსაკუთრებული მეთოდით მომზადებული ჩაი. იგი იხსენებს “ ჩაის, რომ დავხედე ჭაობს ჰგავდა, ისეთი იყო გარეგნულად რომ მისი გასინჯვა არ მოგინდებოდა. მას ისეთი რეკლამა გაუკეთეს რომ არ დამელია არ შეიძლებოდა. რაც ქალს შეიძლება ჰქონდეს საპრობლემო ზუსტად მის მოგვარებას უწყობს ხელსო.” ამ ქალბატონმა ჩაი ბოლომდე მიირთვა და დასკვნაც გამოიტანა “ როგორი უსიამოვნო დასანახიც იყო, ისეთივე უსიამოვნო გემო ჰქონდა.”

ტოკიო და ოსაკა ცათამბჯენებისა და დინამიკის ქალაქი არის. კიოტო ძველი დედაქალაქია იაპონიის და ამიტომაც მასში შემორჩენილია ძველი იაპონური სულისკვეთება. ერთ-ერთ საქართველოს წარმომადგენელი დათუნა ჭელიძე (ბიზნესმენი) ძალიან მაღალი, ორ მეტრიანი მამაკაცია. ამიტომ მას ქუჩაში ხშირად ისე ათვალიერებდნენ, როგორც სამუზეუმო ექსპონატს. მასთან სურათების გადაღებას ითხოვდნენ და იმისათვის რომ დათუნას გატოლებოდნენ კიბის მეშვიდე საფეხურზე უწევდათ დადგომა. მათ აღნიშნეს რომ იაპონიაში ძირითადად კარაოკე ბარებითა და იაპონური სიმღერებით ერთობოდა იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი. ქართველებისათვის კი ეს საშინელების ტოლფასი იყო ვინაიდან არაფერი ესმოდათ. ამიტომ გართობის თვალსაზრისიტ ჭირდა ბარში შესვლა. ყველაზე შესაშური იაპონიაში ერთი რამ ყოფილა. ტურისტისათვის ძალიან იოლია ქვეყნის, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება. არსებობს სპეციალური ავტობუსები, მათი მარშრუტის ხანგრძლივობა დამსვენებელზეა დამოკიდებული. იგი მთელ ქალაქს უვლის გარშემო და შიგ მჯდომი მძღოლი გიდის ფუნქციასაც კარგად ითავსებს. როგორც ასეთი, რჩევა ქალაქში მოძრაობისათვის არ გჭირდებათ, ყველაფერი გარკვეულია წარწერებით რმელიც აადვილებს ქალაქში გადაადგილებას.

ერთ დღეს შესულან იაპონიაში ყველაზე განთქმულ რესტორანში, სასტუმროში სადილზე უარი უთქვამთ და ყველაზე ძვირიან საერთაშორისო კულინარიულ სამზარეულოში ამოყვეს თავი. მათ შეუკვეთეს უცნაური დასახელების კერძი, რომლის ფასმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამოსავალი ერთი იყო,დაეცადათ მათ მიერ შეკვეთილი კერძისათვის, რომელიც საბოლოოდ “ლობიო” აგმოჩენილა.

კიოტოში იაპონელებმა გადაცყვიტეს ქართველები თავიანთ საკრალურ ადგილას წაეყვანათ და პატივი ეცათ მათთვის. ამ ადგილას სამი წყარო მოედინება: ჯანმრთელობის, სილამაზის, ჭკუის. წყალი სპეციალური კუშით უნდა დაგელიათ და სამიდან ერთ-ერთი წყარო ამოგერჩიათ. როდესაც დანიშნულების ადგილას მივიდნენ საოცარი სურათი წარმოუდგათ თვალწინ. იაპონელები დიდი მონდომებით იდგნენ სილამაზის წყაროს რიგში და მოუთმენლად ელოდნენ მის დალევას. უცხოელ ტურისტთა დიდი ნაწილი ჯანმრთელობის რიგში იდგა. ქრთული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ ქართველები რომელ რიგში დაიკავებდნენ თავიანთ ადგილებს. ვანო ჩხარტიშვილმა და გია ჭანტურიამ დელეგაციასთან ერთად ერთხმად გადაწყვიტეს ჯანმრთელობის წყაროს რიგში დადგომა. ბევრი ფიქრის შემდეგ მხოლოდ ერთმა ჯურნალისტმა ეკა მიშველაძემ გადაწყვიტა გამოყოფოდა ჯგუფს და ჭკუის წყაროს რიგში დაეკავებინა ადგილი. მან გამოსავალი ასე ახსნა “ ჭკუა ზედმეტი არასოდეს არ არის, თუ ჭკუა მექნება, მაშინ ჭკვიანიც ვიკნები ლამაზიც და ჯანმრთელიცო.” ამის გაგონება იყო და ქართველებმა სათითაოდ გადმოინაცვლეს ეკას უკან ჭკუის რიგში.
იაპონიაში ისეთი განცდა გაკვს ადამიანს, რომ გგონია სხვა პლანეტაზე იყავი, დედამიწას არ ჰგავს ტოკიო და Oსაკა. იაპონიის მერე ნიუ-იორკის ნახვა არასდროს გაგიკვირდებათ.

                                        სოფო დვალიშვილი  27/02/06

თქვენი კომენტარები მოგვწერეთ მისამართზე:

contact@davisvenot.ge

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script