E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








საინტერესო ინფორმაცია

TIFFANY & CO მხოლოდ 4,98 დოლარად 2009-09-24 16:47

1837 წელს ჩარლზ ლუის ტიფანიმ და ჯონ ბ. იანგმა ბროდვეიზე ფირმაTiffany&Young გახსნეს, რომელიც საკანცელარიო ნივთებითა და არაჩვეულებრივი სუვენირებით ვაჭრობდა. სხვათა შორის, ამ მოვლენას ნიუ-იორკის ყველა გაზეთი გამოეხმაურა. საქმე იმაში იყო, რომ Tiffany&Young-ში პროდუქცია ფიქსირებულ ფასად იყიდებოდა და კლიენტის მხრიდან შევაჭრება უადგილო იყო. ვაჭრობისთვის რევოლუციური ნაბიჯის გადადგმამ მაღაზიას პირველ სამუშაო დღეს 4 დოლარი და 98 ცენტი მოუტანა. 1845 წელს Tiffany-ს პირველი კატალოგი გამოვიდა და ამ ტრადიციას ფირმა დღესღეობითაც აგრძელებს. 1851 წელს Tiffany-ს ვერცხლის ნაკეთობებს მსოფლიო აღიარება ხვდა წილად. იგი პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომელმაც 925 სინჯის ვერცხლი გამოიყენა, მოგვიანებით კი ეს სინჯი აშშ-ს სახელმწიფო სტანდარტად იქცა.

1861 წელი ფირმის ”ვარსკვლავურ საათად” იქცა: ინაუგურაციაზე პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მეუღლემ Tiffany-ს მარგალიტის გარნიტური გაიკეთა. შემდეგ კი სამოქალაქო ომი დაიწყო. 1862 წელს კომპანია არმიას ხმლებითა და ქირურგიული ინსტრუმენტებით ამარაგებდა. მოგვიანებით კომპანიის იუვილერებმა სააღლუმე ხმალი, რომელიც ძვირფასი თვლებით იყო დამშვენებული, გენერალ გრანტისთვის შექმნეს.

1867 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Tiffany&Co გახდა პირველი ამერიკული ფირმა, რომელმაც ვერცხლის ნაკეთობების დამზადებისთვის სპეციალური პრიზი მიიღო. ამავე წელს ჩარლზ ტიფანიმ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვითელი ალმასი შეიძინა, რომელსაც სახელად Tiffany diamond ეწოდა. მის დასამუშავებლადაც იმ დროისთვის ყველაზე ცნობილი პროფესიონალი იუვილერი ჯორჯ ფრედერიკ კუნცი მიიწვიეს. ქვაზე დასმულია ძვირფასი ქვებით ინკუსტრირებული ჩიტი, რომელიც ოქროსა და პლატინისგანაა დამზადებული და თავადაც ინკუსტირებულია თეთრი და ყვითელი ალმასებით, თვალების ნაცვლად კი ლალი აქვს ჩასმული. სამკაული მხოლოდ ორჯერ გაიკეთეს: პირველად როდ აილენდმა და მეორედ ოდრი ჰეპბერნმა ფილმის ”საუზმე ტიფანისთან” გადაღების დროს.

1886 წელს Tiffany&Co-მ ქორწინების ბეჭდის ახლებური დიზაინი წარადგინა: ბრილიანტი ბეჭდის ზედაპირზეა განთავსებული, რითაც ფერთა მაქსიმალური თამაში მიიღწევა. ამჟამად ამგვარი დიზაინი საყოველთაოდაა გავრცელებული, თუმცა მისი იდეის ავტორები სწორედ Tiffany-ს იუვილერები არიან. ერთი წლის შემდეგ კომპანიამ ფრანგული გვირგვინის ძვირფასეულობათა ნაწილი შეიძინა, რის შემდეგაც ჩარლზ ტიფანის ”ბრილიანტების მეფე” უწოდეს.

1902 წელს ჩარლზის ვაჟმა ლუის კონფორტ ტიფანიმ უნიკალური საიუვილერო სამკაულების წარმოების სახელოსნო Tiffany Art Jewelry დააარსა. ამავე წელს Tiffany-ს მთავარმა იუვილერმა ჯორჯ კუნცმა ძვირფასი ქვების ერთეულად კარატი დააწესა. 1926 წელს კი კომპანიამ პლატინისგან დამზადებულ ნივთებზე სტანდარტი შეიმუშავა.

 

1951 წელს ტრუმენ კაპოტეს ნოველა ”საუზმე ტიფანისთან” გამოქვეყნდა. მთავარი გმირი ჰოლი გოლაიტლი აღფრთოვანებას იწვევდა, განსაკუთრებით 10 წლის შემდეგ, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი განუმეორებელი ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით.

1956 წელს Tiffany&Co-სთან თანამშრომლობას ცნობილი ფრანგი იუვილერი ჟან შლუმბერგერი იწყებს, 1963 წელს კი კომპანია თავის პირველ მაღაზიას სან-ფრანცისკოში ხნის. ამავე წელს ამერიკის პირველი ლედი მისის ლონდონ ბეინს ჯონსონი Tiffany-ს თეთრი სახლისთვის სადღესასწაულო სერვიზს უკვეთავს, 1972 წელს კი იაპონიაში კომპანიის პირველი ბუტიკი იხსნება.

1980 წელს Tiffany&Co-მ დიზაინერ პალომა პიკასოს მიერ შექმნილი ახალი კოლექცია წარადგინა. ექვსი წლის შემდეგ ლონდონში ცმობილი საიუვილერო ფირმის კიდევ ერთი ბუტიკი გაიხსნა, 1996 წელს კი Tiffany-ს მაღაზია უკვე ტოკიოშიც გაჩნდა.

საქორწინო ბეჭდის ახალი დიზაინის წარდგენიდან 114 წლის შემდეგ, Tiffany სამკაულის ახალ ვარიანტს Lucida-ს ქმნის. რაც შეეხება მის სახეებს, უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის Tiffany კვლავაც ოდრი ჰეპბერნთან ასოცირდება. კომპანიის ხელმძღვანელობის მცდელობა, ჰოლი გოლაიტლი ნიკიტათი ანუ პეტა უილსონით ჩაენაცვლებინათ, არცთუ წარმატებული გამოდგა. Tiffany-ს დახვეწილ და ნატიფ სამყაროს ენერგიული და თავდაჯერებული ნიკიტა ვერ მოერგო.

 

 

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script