E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








საინტერესო ინფორმაცია

Kawasaki–ველოსიპედიდან ექსკლუზიურ მოტოტექნიკამდე... 2009-09-12 10:37

Kawasaki-ს გაგონებისას ადამიანთა უმეტესობას გონებაში მოტოციკლი და ავტონაწილები ამოუტივტივდება, თუმცა რაც არ უნდა უცნაური იყოს, Kawasaki–მ საქმიანობა გემთმშენებელი ტექნიკის წარმოებით დაიწყო. აღნიშნული პროფილის კომპანია 1937 წელს დაარსდა და საომარი შეკვეთების წყალობით, რამდენიმე წელიწადში ერთ–ერთ უმსხვილეს ორგანიზაციად ჩამოყალიბდა იაპონიაში. ამის შემდეგ Kawasaki–ს ნამდვილად არ გაუმართლა: ომის დასრულებისთანავე დაბომბვის შედეგად მისი ქარხნის უდიდესი ნაწილი განადგურებული აღმოჩნდა. მშვიდობის დამყარების შემდეგ ქარხანა ხელახლა ააშენეს, თუმცა არა გემთმშენებლობისთვის, არამედ სამგზავრო თვითმფრინავების წარმოებისთვის.

თვითმფრინავების წარმოება კომპანიისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და Kawasaki–მ პარალელურად ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის ნაწილების გამოშვებაც დაიწყო. 1950 წელს შემუშავებულ იქნა მოტოციკლის ექსპერიმენტული ძრავა, ერთი წლის შემდეგ კი Kawasaki–ს პირველი ოთხტაქტიანი ძრავა, რომელიც ქარხანა "კოინში" შეიქმნა.

1954 წელს მექანიკური გადამცემების საწარმოში დასრულდა მუშაობა Kawasaki–ს ორტაქტიან ძრავზე, რომლის მოცულობაც 58,2 სმ? იყო. მისი გამოშვება ტოკიოს მექანიკურმა ქარხანამ დაიწყო, სადაც ძრავს სახელად "ელვა" უწოდეს. "ელვას" ნამდვილად არ გაუმართლა: მისი სიცოცხლე ელვასავით ხანმოკლე გამოდგა. ტოკიოს მექანიკური ქარხანა გაკოტრდა. ბევრი ფირმა ამგვარი წარუმატებლობის შემდეგ საერთოდ შეწყვეტდა მოტოციკლებზე ფიქრს, თუმცა მათ რიცხვს Kawasaki ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა. სწორედ ამ ქარხანაში იქნა გამოშვებული Kawasaki–ს მოდერნიზებული ძრავები პოპულარული ველოსიპედებისთვის Noriz. ამავდროულად კომპანია სკუტერების წარმოებას იწყებს. მოგვიანებით კი, როდესაც იგი Meihazu–ს ქარხანასთან გაერთიანდა, საკუთარ ველოსიპედსაც ქმნის, რასაც მალე მოტოციკლიც მოჰყვა. მართალია, ეს მოტოციკლი ველოსიპედისგან მხოლოდ ძრავის სიმძლავრით განსხვავდებოდა, მაგრამ იგი მაინც მოტიციკლი იყო.

1958 წელს 125 BB გაჩნდა– Kawasaki–ს პირველი მოტოციკლი, რომლის დაპროექტება და დამზადება მთლიანად კომპანიის ქარხანაში მოხდა. იმისთვის, რომ მოტოციკლები პოპულარული გამხდარიყო, კომპანიის ხელმძღვანელობამ მოტოკროსის საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა. ეს კი უკვე  Kawasaki 125 BB–ს ცოცხალ რეკლამას წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი კი სამართლიანად ითვლებოდა მოტოკროსისთვის განკუთვნილ საუკეთესო მოტოციკლად. შეჯიბრებებში გამარჯვებამ უდიდესი გავლენა იქონია– Kawasaki 125 BB იაპონიაში ძალიან პოპულარული გახდა. მალევე კომპანიამ მოტოციკლები საგზაო გამოყენებისთვისაც შექმნა.

1966 წელს Kawasaki–მ უკვე ავიამშენებლობა დაიწყო. პარალელურად კომპანია ამერიკის ბაზარზეც გამოჩნდა. მისმა მოტოციკლებმა ამერიკის დაპყრობა დაიწყო. ის, რაც ვერ მოხერხდა მეორე მსოფლიო ომის დროს იარაღით, არაჩვეულებრივად გამოვიდა მანქანათმშენებლობის მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით: Kawasaki–ს ნაწარმს აშშ–ში გაშლილი ხელებით შეეგებნენ. 1967 წელს უკვე მძლავრი სპორტული მოტოციკლი შეიქმნა, რომელიც ორტაქტიანი ძრავით, A1–ით იყო აღჭურვილი. მიუხედავად მისი სპორტულობისა, ამერიკა აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ძალიან მალე დღის სინათლე უკვე Kawasaki–ს მძიმე ქმნილებამაც იხილა, ეს იყო მოტოციკლი Kawasaki 500SS Mach III, რომელსაც იაპონური წარმოების წმინდა სისხლის ამერიკელს უწოდებდნენ.

ამჟამად Kawasaki–ს მოტოციკლი მსოფლიოს ნებისმიერი მოტო–ექსტრემალის ოცნებაა. Kawasaki–ეს არის ორიგინალური, არაორდინალური დიზაინი, სილამაზე და სიმძლავრე, ექსკლუზივი ადრენალინის მოყვარულთათვის. ერთი სიტყვით, "სუპერ მოტოციკლი"..

Kawasaki KX450F 2009–მ წინამორბედებისგან ბორბლები და სამუხრუჭე სისტემა მიიღო. სხვა დანარჩენი კი კომპანიის ახალი გამოგონებებია. ყოველ შემთხვევაში, მოტოექსტრემის მოყვარულები ნამდვილად მოხიბლულები დარჩებიან. Kawasaki მოჩვენებითი სიმსუბუქით ინარჩუნებს სპორტული მოტოციკლების წარმოების ფლაგმანის რეპუტაციას და მისი 2009 წლის მოდელებიც სწორედ ამის დადასტურებაა.

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script