E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara შოვი

შოვი 2005-07-05 20:19

შოვი საქართველოს ერთ–ერთი ბალნეოლოგიური კურორტია. ის დასავლეთში, ქუთაისიდან 147 კილომეტრზე მდებარეობს. ზემო რაჭაში კურორტი 1929 წელს დაარსდა. ზღვის დონიდან 1600 მეტრზეა და სწორედ ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან კავკასიონის მწვერვალები ესაზღვრება, სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით კი კავკასიონის ქედი. ზაფხული აქ ზომიერად თბილია(ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16oC). ზამთარში საკმაოდ ცივა(იანვრის საშუალო ტემპერატურაა –6oC).

შოვი ცნობილია ტყეებით, რომლებიც მთლიანობაში 25 ათას ჰექტარს იკავებს. აქ წარმოდგენილია ფიჭვი, ნაძვი, წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინერალური წყლები. კურორტის ტერიტორიაზე თექვსმეტამდე მინერალური წყალია აღმოჩენილი. ყოველი მათგანი განსხვავდება შემადგენლობით. ძირითადად კი კალციუმის შემცველობით გამოირჩევა.

აქ მოდიან ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ლიმფოდენიტი, ნაღვლისა და შარდის ბუშტის ანთება, კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემები, ანემია და სხვა.

ამ დანიშნულებით კურორტი მაისის თვიდან ოქტომბრამდე ფუნქციონირებს. საშუალოდ ერთი ღამის გათევა 20 ლარამდე ჯდება.

გარდა ამისა, შოვის ადგილმდებარეობა ალპინიზმისა და კლდეზე ცოცვისთვისაც ზედგამოჭრილია. ცნობილია, რომ კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ დარჩენილია ისეთი მწვერვალები, სადაც ვერცერთმა ალპინისტმა მოახერხა მიღწევა. ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 4600 მეტრია.

აქაური მთის მდინარეები ბაიდარებით ჩქაროსნული დაშვების მოყვარულთა ყურადღებასაც იპყრობენ.

შოვი პატარა, მაგრამ მყუდრო კურორტია. მართალია, წინა წლებთან შედარებით იქ სამკურნალოდ ნაკლებად ჩადიან, მაგრამ სტუმრები ყოველთვის ჰყავს.

 


 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script