E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
დასვენება მთაში
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








ტურიზმი საქართველოში დასვენება მთაში წყალტუბო

ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო 2017-06-08 17:50

ს/ს "ბალნეოსერვისი"

სააბაზანო #6 ("სტალინის აბაზანა")

 

       საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.

      წყალტუბო. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ რევმატიული დაავადებებით იმდენად              შეპყრობილი ადამიანები, რომელთაც დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა           სამკურნალო კურსს,  რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.

           კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მდინარე წყალტუბოს ხეობაში, ქუთაისიდან    7 კმ-თაა მოშორებული, თბილისიდან – 250 კმ-თი, ხოლო შავი ზღვიდან _ 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე    მდებარეობს.

     წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს "უკვდავების წყარო". ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების   საშუალებას.

     უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლების გამო კურორტმა შორს გაითქვა სახელი. მისი მინერალური წყლები განეკუთვნებიან სუსტადრადონულ (1-2,7 ნკ/ლ ან 3; 7,5 მახეს ერთეული ან 40-100 ბკ.)      ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის  ბუნებრივი ტემპერატურა (33-350ჩ) საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობის გარეშე.

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში შემავალი ინგრედიენტები, უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.

    

    კურორტზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი _ კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი "თეთრი მღვიმის" მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ. (ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მღვიმის კეთილმოსაწყობად.)

     ს/ს "ბალნეოსერვისის" ბალნეოთერაპიულ კომპლექსში (სააბაზანო #6, ე.წ. "სტალინის აბაზანა") მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობითა და თერმული აბაზანების, ჰიდრომასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურისა და სხვა სამკურნალო პროცედურების დახმარებით მიიღწევა მრავალი დაავადების ეფექტური მკურნალობა და პროფილაქტიკა.

 

წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.

 

კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 15-20 დღე.

 

                       

 

 

წყალტუბოში სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის ჩვენებები:

 

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

ნერვული სისტემის დაავადებები;

გინეკოლოგიური დაავადებები, მ/შ უშვილობა;

კანის დაავადებები;

 

     გარდა 15-20 დღიანი ძირითადი პროგრამისა ჩვენ ასევე შევიმუშავეთ დაღლილობისა და დაძაბულობის მოსახსნელი, ძალისა და ენერგიის აღმდგენი და სხეულის გამაჯანსაღებელი 3 დღიანი მოკლე პროგრამა.

      

15-20 დღიან და 3 დღიან პროგრამებში გამოიყენება შემდეგი სამკურნალო პროცედურები:

 

მინერალური წყლის აბაზანები;

ხერხემლის ჰორიზონტული გაჭიმვა მინერალურ წყალში;

წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი მინერალურ წყალში;

სამკურნალო ფიზკულტურა მინერალურ წყალში;

სამკურნალო ფიზკულტურა დარბაზში;

კლასიკური სამკურნალო მასაჟი ხელით;

გინეკოლოგიური ირიგაცია მინერალური წყლით;

ჰიდრო-ვიბრო მასაჟი მინერალურ წყალში;

ცირკულარული შხაპი მინერალური წყლით;

აღმავალი შხაპი მინერალური წყლით;

შხაპი `შარკო~ მინერალური წყლით;

ფიზიოთერაპიული პროცედურები;

 ინჰალაცია;

მექანოთერაპია მინერალურ წყალში;

 სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია);

სპელეოთერაპია (მღვიმის კეთილმოწყობის დასრულების შემდეგ).

 

/ "ბალნეოსერვისი" (წყარო #6, "სტალინის აბაზანა")

სამკურნალოდ და დასასვენებლად ჩამოსულებს სთავაზობს:

 

კომპლექსურ საკურორტო მკურნალობას;

სპეციალურ საკურორტო პროგრამებს;

საკურორტო-სამკურნალო პროცედურებს;

გადაუდებელ პირველად სამედიცინო დახმარებას აუცილებლობის შემთხვევაში;

ღამისთევას სასტუმროში /სანატორიუმში/კერძო სახლებში;

დღეში სამჯერად დიეტურ კვებას;

ტრანსფერს აეროპორტიდან აეროპორტამდე;

ყოველდღიურ ტრანსფერს საცხოვრებელი ადგილიდან სააბაზანომდე და უკან;

მინერალური წყლების აბაზანებს სტალინის აუზში;

ექსკურსიებს;

ნებისმიერი სხვა სახის მომსახურეობას.

 

უკვდავების წყარო?

აქაა _ წყალტუბოში, ჩამობრძანდით _ თავად დარწმუნდებით.

 

გამომგზავრებამდე აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასურველია პაციენტმა თან იქონიოს სანატორიულ-საკურორტო რუკა. გაიცემა პოლიკლინიკების მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

შესაძლებელია ჩვენს ექიმთან კონსულტაცია ტელეფონით.

შესაძლებელია სამედიცინო გამოკვლევების მონაცემთა გადმოგზავნა ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.

           

 

მანძილი კურორტ წყალტუბომდე:

 

ქ. თბილისი (აეროპორტი) _ 270 კმ.

ქ. ბათუმი (აეროპორტი) _ 170 კმ.

ქ. ქუთაისი (`კოპიტნარის~ აეროპორტი) _ 30 კმ.

 

თანამშრომლობისთვის ვიწვევთ ტურისტულ და სადაზღვევო კომპანიებს, ნებისმიერი ორგანიზაციის პროფკავშირებსა და ადგილკომებს, დაინტერესებულ კერძო პირებს.

 

           

ინფორმაციები და დაჯავშნა:

 

ტელ: 436 22 26 05

ფაქსი: 436 22 35 93

 

მობ: 599 49 91 12 ჟორჟოლიანი მზია, მთავარი ექიმი.

599 98 68 02 გვიშიანი ნანა, ექიმი კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტი.

599 94 49 62 მელქაძე ელგუჯა, მარკეტინგისა და რეკლამის მენეჯერი

 

E-mail: healthsparesorts@yahoo.com           elgujam@mail.ru

 

www.welcome.ge/tskhaltubosparesort

 

ს/ს "ბალნეოსერვისი"

5400, საქართველო, ქ. წყალტუბო

კურორტის პარკი, სააბაზანო შენობა #6

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება  მსოფლიოში

ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში  !

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script