E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

ვისკი 2005-12-29 14:43

ეს არის მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც ნატურალური მარცვლეულის, წყლისა და საფუარისგან მზადდება. სასმელი მუხის ან ალუბლის კასრში ინახება. მისმა ძლიერებამ და არომატების ფართო პალიტრამ ბევრი ქვეყანა დაიპყრო, შედეგად, გაჩნდა ვისკის უამრავი ნაციონალური ვარიაცია, ისეთი, როგორიცაა-ამერიკული ბურბონი, კანადური ვისკი, იაპონური ან ავსტრალიური ნიმუშები და ა.შ. ვისკის სამყარო საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია, ამიტომაც საჭიროა ორიენტირება.

 

შოტლანდიური ვისკი

შოტლანდიაში ვისკის წარმოების მთავარი რაიონებია: Highlands (ჰაილენდსი), Speyside (სპეისაიდი) და Orknay Islands (ორკნეის კუნძულები) ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე Lowlands (ლოულენდსი) სამხრეთით, Campbeltown-ის (კემპბელტაუნის) ნახევარკუნძული და კუნძული Islay (აილეი) სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. შოტლანდიაში ვისკის ჭვავისგან ამზადებენ და მას სკოჩს ეძახიან. არსებობს "სკოჩის" სამი სახეობა: blend, pure malt და single malt. კლასიკური შოტლანდიური ვისკია single malt. Pure malt წარმოადგენს სხვადასხვა სორტის single malt-ის ნარევს, რომელიც ღვინის სხვადასხვა ქარხანაშია დამზადებული. Pure mail-ს სხვაგვარად Vatted malt-საც უწოდებენ. Blend ეს შერეული ვისკია. პირველად იგი ენდრიუ იუშერმა 1860 წელს აპარატით "coffey still" დაამზადა. აღნიშნული აპარატი 1831 წელს ირლანდიელმა აენეას კოფეიმ შექმნა. სწორედ შერეული ვისკის წყალობით, შოტლანდიურმა სასმელმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით. Blend იწარმოება 15-დან 40-მდე single malt-ის ვარიაციისა და 2 ან 3 მარცვლოვანი ვისკის შერევით. აღსანიშნავია, რომ single malt სასმელის 20-დან 40%-ს შეადგენს.

შერეული ვისკის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები:

 

თუ bland-ის ბოთლზე მითითებულია მისი დამზადების (დაძველების) თარიღი, ე.ი. ის ყველაზე "ახალგაზრდა" ვისკია, რომელიც გამოტანილია გასაყიდად.

თუ გაყიდვაშია დაძველებული single mail, მაშინ მის სახელწოდებაში ფიგურირებს სიტყვები "Deluxe" და "Premium".

 

ირლანდიური ვისკი

ირლანდიური ვისკი შოტლანდიურისგან არამხოლოდ წარმოების პროცესით, არამედ სიტყვა ვისკის წერის თავისებური მანერით გამოირჩევა. ირლანდიელები წერენ Whiskey-ს და არა Whisky-ს. იგი არანაკლებ 3 წლის განმავლობაში უნდა იდგეს კასრში, რომელშიც ადრე ბურბონი ან ჰერესი ესხა. უფრო ხშირად დაძველების პროცესი 5, ზოგჯერ კი 12 წელს გრძელდება. ირლანდიური ვისკის ძირითადი თავისებურება ის გახლავთ, რომ მას ტორფის ექსტრაქტის გემო არ დაკრავს და საკმაოდ ელეგანტურ სასმელს წარმოადგენს. არსებობს ირლანდიური ვისკის შემდეგი სახეობები:

pot still-ტრადიციული ირლანდიური ვისკი. grain-მარცვლეულის ვისკი სიმინდისა და ხორბლისგან. single malt-ერთ ღვინისსახდელში მიღებული ვისკი. pure mail- single malt-ის სხვადასხვა სორტის ნარევი, დამზადებული სხვადასხვა ღვინისსახდელ ქარხანაში. blend-სხვადასხვა სორტის, მათ შორის მარცვლეულის ვისკის ნარევი. ირლანდიაში 3 ღვინისგამომხდელია: Midleton, Bushmills და Cooley.

საექსპორტოდ ამზადებენ 5 სახეობის ირლანდიურ ვისკის: Jameson Irish Whiskey, Old Bushmills, Paddy, Tullamore Dew, Power. არსებობს კიდევ ერთი მარკა, რომელიც მცირე რაოდენობით იწარმოება და შიდა ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

 

ამერიკული ვისკი

ამერიკული ვისკი ამერიკაში შოტლანდიიდან და ირლანდიიდან გადასახლებულთა წყალობით გაჩნდა. სახელწოდებად ამერიკელებმა ვისკის ირლანდიური დაწერილობა Whiskey შეარჩიეს. წარმოების დროს, პოპულარული სასმელის ამერიკულ ვერსიაში მოხარშული სიმინდი და თავთავები გამოიყენება. ვისკის ინახავენ გამომწვარ კასრში, რაც მას მოტკბო გემოსა და ლამაზ, ოქროსფერს აძლევს. ამერიკულ ვისკის შემდეგი წესის მიხედვით განასხვავებენ: Straight Whiskey-მისი წარმოების პროცესში მარცვლეულს იყენებენ და მას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აძველებენ. არსებობს მისი რამდენიმე სახეობა: Bourbon-ყველაზე პოპულარული და ძველი ამერიკული ვისკი. იწარმოება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% სიმინდს შეიცავს. მას ეს სახელი ძველი პროვინციის ბურბონის (კენტუკის შტატი) პატივსაცემად ეწოდა. Rye whiskey-იგი არანაკლებ 51% ხორბლის თავთავს შეიცავს. Corn whiskey-ვისკი დამზადებული 80 ან მეტი პროცენტი სიმინდისგან. იგი ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვის იწარმოება. Wheat whiskey-მზადდება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% ხორბალს შეიცავს. Blended Whiskey-ეს არის ნაერთი, რომელიც არანაკლებ 20% straight whiskey-ს და 80% სხვა სორტის ვისკის ან სუფთა სპირტს უნდა შეიცავდეს. Light Whiskey-ვისკის ეს სახეობა დისტილაციას მაღალ ტემპერატურაზე გადის და მუხის კასრებში ძველდება. ეს მას აძლევს ღია ფერს განსაკუთრებული შეფერილობის გარეშე. Sour Mash Whiskey-ამ ვისკის გემო და არომატი მუდმივად ერთნაირია. Sweet Mash Whiskey-ასეთი ვისკის წარმოებისას შედეგის მიღწევა ახალი საფუარის საშუალებით ხდება. Tennessee Whiskey-ვისკი 3 მეტრიანი ფილტრების საშუალებით იწმინდება. ასე ვისკის მხოლოდ ტენესის შტატში აწარმოებენ, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელწოდება. Bottled-in-Bond Whiskey-როცა ეტიკეტზე ამ სახელწოდებას წაიკითხავთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს ვისკი საცავებში 4-დან 8 წლამდეა დაძველებული, რასაც სახელმწიფო აკონტროლებს. საუკეთესო სორტის ამერიკულ ვისკის  ტენესისა და კენტუკის შტატებში ამზადებენ.

 

კანადური ვისკი

თავის წარმატებას კანადური ვისკი ამერიკის შეერთებული შტატების მშრალ კანონს უნდა უმადლოდეს. ამ პერიოდში ქვეყანაში ვისკის წარმოება 100-ჯერ გაიზარდა. უფრო მეტი მოგება ორმა კანადურმა ფირმამ-Seagram და Hiram Walker მოიპოვა. კანადური ვისკის ყველაზე პოპულარული მარკებია-Seagram - Seagram"s VO,  Crown Royal, Hiram Walker - Canadian Club და Canadian Mist. კანადურ ვისკის აქვს კლასიფიკაცია А-დან Е-მდე, სასმელის ხარისხის შესაბამისად.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script