E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

აბსენტი 2005-12-29 14:29

რა არის აბსენტი?

აბსენტი (Absinthe) ეს არის ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მინდვრის მცენარის (Artemisia absinthium) არომატი აქვს. ჯერ-კიდევ ქრისტეს დაბადებამდე 500 წლით ადრე ეგვიპტელებმა ეს სასმელი შეაფასეს, როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალება. ძველი აბსენტი ლიქიორისგან განსხვავდებოდა, მის ფოთლებს ღვინოსა და სპირტში ასველებდნენ. სავარაუდოდ სიტყვა აბსენტი ბერძნული "apsinthion"-გან მომდინარეობს, რაც "სასმელად გამოუსადეგარს" ნიშნავს. ასეთი სახელი მას, ალბათ, მწარე გემოს გამო შეარქვეს. პითაგორა რეკომენდაციას უწევდა აბსენტს შვილოსნობისთვის. ჰიპოკრატემ იგი სიყვითლის, რევმატიზმის, ანემიისა და კიდევ რამდენიმე დაავადების სამკურნალო საშუალებად მიიჩნია. რომაელმა სწავლულმა პლინია უფროსმა სასმელს "apsinthium" უწოდა, ეს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულში მოხდა. ცნობილია, რომ ეტლით მრბოლელს აუცილებლად აბსენტის ყლუპი უნდა დაელია, რათა მიმხვდარიყო, რომ სიტყვებსაც აქვს თავისი სიცხარე. ასწლეულების შემდეგ სპირტიანმა სასმელმა წამლის სტატუსი დაკარგა. დამოუკიდებელი ლიქიორის მწარმოებელი ქარხნები აბსენტს მცენარის გამხმარი ფოთლებისა და ღვინისგან აწარმოებდნენ. ინგლისში, ტუიდორების ეპოქაში, იყო მსგავსი მწარე სასმელი, თუმცა მას მხოლოდ მუშები წყალობდნენ. სემუელ პეპისმა თავის ცნობილ დღიურში დაწერა, რომ "ერთხელ, ღამით პატარა სახლში მან დალია Artemisia absinthium-გან დამზადებული ლუდი". აბსენტმა თავის თავში გააერთიანა ლეგენდარული ბერძნული ოლიმპიადები და გლეხების საკმაოდ პრიმიტიული გემოვნება. თანამედროვე აბსენტი დაახლოებით, 1792 წელს ექსტრაორდინალურმა ფრანგმა დოქტორმა პიერ ორდინერმა შექმნა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას დასავლეთ შვეიცარიის პატარა სოფელში გაექცა. ცხენით მგზავრობის დროს მან მინდორში მწარე მცენარე აღმოაჩინა, რომელიც ველურად იზრდებოდა. ადგილობრივი ექიმების მსგავსად იგი ამზადებდა წამლებს და რადგან იცნობდა აბსენდის ძველ რომში გამოყენების მეთოდებს, დაიწყო მისი ექსპერიმენტირება. ექიმ ორდინერის რეცეპტი, სავარაუდოდ, შემდეგ მცენარეებს შეიცავდა: Artemisia absinthium, Pimpinella anisum, Hyssopus officinalis, გვირილა, ოხრახუში, ტარხუნა და ა.შ. 70 გრადუსიანი ელექსირი პოპულარული სწრაფად გახდა. იგი ქალაქში საუკეთესო სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა და მას სახელად "მწვანე ფერიაც" (La Fee Verte)კი შეარქვეს. ექიმის გარდაცვალების შემდეგ, რეცეპტი მის დებს გადაეცათ, რომელთაც იგი მაიორ დიუბიეს მიჰყიდეს. ამ უკანასკნელმა ვაჟთან და სიძესთან ანრი-ლუი პერნოსთან ერთად გახსნა დაწესებულება, სადაც აბსენტს ამზადებდნენ და ყიდდნენ. ეს გამამხნევებელი მწვანე სასმელი თავისი სიმწარის გამო, ტრადიციულად წყლიან ფინჯანში შაქართან ერთად, კოვზით იღვრებოდა. ამის შემდეგ სასმელი ბაცი თეთრი ხდება. XIX საუკუნეში აბსენტი ბოჰემის სასმელად იქცა. მას მიირთმევდნენ და ხოტბას ასხამდნენ მოპასანი, ვან გოგი, რემბო, ედგარ პო, ბოდლერი, აპოლინერი, ოსკარ უაილდი, ედგარ დეგა, მანე, პიკასო, რემარკი, უილიამ თეკერეი. აბსენტი პოპულარული ხდება მსახიობებს, მომღერლებს, მხატვრებს, პოეტებს შორის, რადგან მიჩნეულია, რომ სასმელი ასტიმულირებს შემოქმედებით პროცესს. თუმცა XIX საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა მისი ქრონიკული მოთხოვნის აუცილებლობა. მიაჩნდათ, რომ ქრონიკულ მოთხოვნას ხალხი აბსენტიზმის სინდრომისკენ მიჰყავდა, რაც ჰალუცინაციითა და მიჩვევით ხასიათდებოდა. აბსენტის ასოციაციამ ბოჰემური ცხოვრების სტილთან ერთად მისი ეფექტის შიშიც გამოიწვია, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მარიხუანასთან დაკავშირებით მოხდა. ამიტომაც XX საუკუნის დასაწყისში აბსენტი ბევრ ქვეყანაში აიკრძალა. არსებობს საინტერესო მოსაზრება მის აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც სუფთა ეკონომიური ხასიათისაა. საქმე იმაშია, რომ აბსენტის მზარდმა პოპულარობამ ღვინოზე მოთხოვნა შეამცირა, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ევროპის ბევრ ქვეყანაში ძირითად სასმელს წარმოადგენდა. ამიტომაც ღვინის ლობებმა აბსენტის აკრძალვას მიაღწიეს.

 

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script