E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

შამპანიური 2005-12-29 14:03

ბენედიქტის მონასტრის ოტვილიერის სააბატოს ისტორიის მანძილზე, რომელიც საფრანგეთის პროვინცია შამპანში მდებარეობს, მხოლოდ ერთხელ არ აღსრულდა ცისკრის ლოცვა. ეს მოხდა ადრეული შემოდგომის დილას, 1668 წელს, როცა მონასტრის მევენახე პიერ პერინიონმა აბატს გასასინჯად მის მიერ მომზადებული სასმელი მიართვა. მღვდელმა ერთი ბოკალი სასმელი დალია, მეორეც, მესამეც... იმ დღეს იგი თავისი სულიერი ძმების წინაშე არ წარმდგარა. ქაფიანმა ღვინომ პოპულარობა სწრაფად მოიხვეჭა. იმის გამო, რომ მისი საიდუმლოს ამოცნობას დიდი ხნის მანძილზე ვერავინ ახერხებდა, თავიდან შამპანური პროვინციის ცნობილ  ღვინოებთან შედარებით, ძვირი ღირდა. დროთა განმავლობაში პიერ პერინიონის საიდუმლო ამოიხსნა, ხოლო შამპანის დედაქალაქი რეიმსი ახალი, ყველასგან განსხვავებული ღვინის-შამპანურის წარმოების ცენტრად იქცა. ყველაზე დიდი წარმატება წილად მადამ კლიკოს (ქალიშვილობაში ნიკოლ ბარბი) ხვდა. ოცი წლის ასაკში ნიკოლი წარმატებულ ვაჭარსა და შამპანურის მწარმოებელს-ფრანსუა კლიკოს გაჰყვა ცოლად. 1805 წელს  ფრანსუა დაავადდა და მალე ციებ-ცხელებით გარდაიცვალა. ქმრისგან მემკვიდრეობით ნიკოლმა საგვარეულო ციხესიმაგრე, ვენახი და ცარცის მთაზე 24 კილომეტრზე გადაჭიმული სარდაფები მიიღო. ახალგაზრდა ქალბატონმა გადაწყვიტა გარდაცვლილი მეუღლის საქმე გაეგრძელებინა, მან დაარსა კომპანია "კლიკოს ქვრივი" და კრისტალურად სუფთა ღვინის საწარმოებლად მანვე გამოიგონა რემუაჟის მეთოდი. ბოთლებს თავდაყირა დგამდნენ და ასე აბრუნებდნენ, რათა ნარჩენები თავსახურთან დაგროვილიყო. შემდეგ სასმელს ყინავდნენ და თავსახურს ხდიდნენ, მასთან ერთად სითხე ნარჩენებისგანაც თავისუფლდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ახდენდნენ მის ხელმეორედ შეფუთვას. კლიკოს ქვრივის მიერ ამ მეთოდის მოფიქრებამდე, ღვინოს ერთი ბოთლიდან მეორეში გადასხმით ასუფთავებდნენ, რომლის დროსაც შუშხუნა თავის საუცხოო ძალას კარგავდა. ამასთან, 1850 წლამდე ყველა შამპანური-ღვინო საკმაოდ ტკბილი იყო, რადგან მასში ლიქიორს ამატებდნენ. 1860 წლიდან ზოგიერთმა ფირმამ ამ სასმელის მშრალი შამპანურის მარკით წარმოება დაიწყო. ჩვენს დროში შამპანურის კარგ რეპუტაციას დიდებული მარკების სინდიკატი იცავს, რომელშიც ისტორიულად  28 საუკეთესო სახლი-შამპანურის მსოფლიო მწარმოებელი შედის. შამპანურის მწარმოებლები რამდენიმე წესის დაცვას გვირჩევენ-მხოლოდ კრისტალურ, მაღალი კლასიფიკაციის ღვინოს, წარმოებულს შამპანში შეიძლება ეწოდოს შამპანური, სხვა დანარჩენს კი - უბრალოდ, კრისტალური ღვინო ან შუშხუნა. ქაფიან ღვინოს ბნელ ადგილას, +5 +15 გრადუს ტემპერატურაზე ინახავენ.

 

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script