E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

Bacardi 2005-12-29 13:57

ეს მოხდა კუბაში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. მეღვინე დონ ფაკუნდო ბაკარდი, ესპანეთიდან, კატალონიის პროვინციიდან ემიგრირებული იყო კოლონიალურ ქალაქში სანტიაგო-დე-კუბა. იმ დროისთვის რომი საკმაოდ მწველი და იშვიათი სასმელი იყო-უხეში და ცუდად წარმოებული, რისთვისაც თავის დროზე იგი კარიბელმა მეკობრეებმა შეიყვარეს. მისი დალევა მიღებული არ იყო მაღალ საზოგადოებასა და მდიდრულ მიღებებზე. მაშინ დონ ფაკუნდომ გადაწყვიტა "ცივილიზებული" რომი შეექმნა და თავისუფალ დროს დაიწყო ექსპერიმენტები ამ სასმელის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. იგი ტექნოლოგიური პროცესის ყოველ ეტაპზე ექსპერიმენტს ატარებდა. შემადგენელ ნივთიერებებს, ფერმენტაციასა და გამოხდის პროცესს ცდიდა. ამის შემდეგ, დონ ფაკუნდომ ჩაატარა ოპერაცია, რომელიც იმ დრომდე არავის ჩაუტარებია და სპეციალური ფილტრის გამოყენებით რომის დარბილება განახორციელა. ექსპერიმენტის შემდეგი ეტაპი სასმელის მუხის კასრში განთავსება და გემოს შერჩევა იყო. იგი, როგორც მეცნიერი და მომავალი ღვინით მოვაჭრე, თავის სამუშაოს სპეციალურ კატალოგში აღწერდა. ის სპეციალდებოდა კარგ ღვინოზე და მიღებულ შედეგებს აფასებდა. საბოლოო ჯამში, მან შეძლო მიეღო პროდუქტი, რომელიც სტანდარტებს პასუხობდა. სხვებისგან განსხვავებით, დონ ფაკუნდოს რომი უფრო რბილი და სუფთა იყო. Bacardi-ს რომთან შედარებით, ადგილობრივი სასმელები უფრო  ძლიერი და მძიმე გახლდათ, მომხმარებლებს წამალს აგონებდა. დონ ფაკუნდოს მსუბუქი რომი კი, მუქი ფერის და საუცხოო არომატის მქონე იყო. იგი არათუ რომის სახეობებისგან, არამედ სხვა სპირტიანი სასმელებისგანაც განსხვავდებოდა. სულ მალე, ახალმა პროდუქტმა ბევრი თაყვანისმცემელი შეიძინა მაღალ საზოგადოებაში, ასევე გურმანებსა და დამოუკიდებლად მოაზროვნეთა შორის მსოფლიოს მასშტაბით. "ბაკარდის" რომის საშუალებით ფასდება რომის სხვა სახეობათა ხარისხი 1862 წლიდან დღემდე. სულ მალე დონ ფაკუნდო მიხვდა, რომ საჭიროა შეიქმნას სავაჭრო მარკა, რომლის გამოცნობაც უფრო იოლი იქნებოდა. ასეთ ნიშნად ცნობილი მფრინავი თაგვი იქცა. ახლა ბაკარდის მფრინავი თაგვის სიმბოლოს ენთუზიაზმით იღებენ მსოფლიოს 170-მდე ქვეყანაში, სადაც იყიდება და გამოიყენება რომი Bacardi. მისი პოპულარობა რეალური მაშინ გახდა, როცა Bacardi-სა და Coca Cola-ს ნარევის პოპულარობა მთელს კუნძულს მოედო. ეს გასული ასწლეულის ბოლოს მოხდა, როცა კუბელები დამოუკიდებლობისთვის ესპანელ კოლონიზატორებთან იბრძოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები კუბაში ჩამოსხეს. ერთ მშვენიერ დღეს, ამერიკის ერთ-ერთი კორპუსის ვალდებულებებისგან გათავისუფლებული ჯარისკაცების ჯგუფი ძველი ჰავანის ერთ-ერთ ბარში იჯდა. ფაუსტო როდრიგესი, ახალგაზრდა მიმტანი იხსენებს, ბარში ამერიკელი კაპიტანი შევიდა და Bacardi-თან ერთად Coca Cola, ყინული და ლიმონის ნაჭერი მოითხოვა. კაპიტანმა სასმელი ისეთი სიამოვნებით დალია, რომ გვერდით მჯდომთა ყურადღება მიიქცია. მათ ბარის მფლობელს ასეთივე კომბინირებული სასმელი შეუკვეთეს. სულ რამდენიმე წუთში ეს ორიგინალური ნაერთი საღამოს პოპულარულ სასმელად იქცა. ახლა ყოველწლიურად, მსოფლიოში Bacardi-სა და Coca Cola-ს 5 მილიარდზე მეტი ულუფა, ხოლო წამში 130 ბოკალი Bacardi & Cola იყიდება.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script