E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

ღვინის ხუთი სახეობა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ 2009-01-16 15:47

არსებობს საკითხები, რომლებიც ყველა ნამდვილმა მამაკაცმა  უნდა იცოდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ღვინის არჩევაც.  სწორედ ამიტომ ამ ღვთაებრივი სასმლის ყველაზე პოპულარულ ხუთ სახეობაზე მოგიყვებით. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ დააგემოვნოთ ისინი და სასურველი თავადვე შეარჩიოთ.

 

კაბერნე სოვინიონი

კაბერნე სოვინიონი მსოფლიოში სახელგანთქმულია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული წითელი ღვინო. იგი ბორდოში დაიბადა და  XVII საუკუნიდანაა ცნობილი. ამჟამად ღვინის ეს სახეობა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში იწარმოება, მათ შორის, კანადაში, ავსტრალიაში, აშშ–ში, ჩილესა და იტალიაში.  ჩინებული ღვინო კაბერნე ფრანისა და კაბერნე ბლანის ჯიშების შერევით მზადდება. 10–15 წლიანი დაძველების შემდეგ კი იგი მუხის ქერქის, ყავის, შოკოლადის ან თამბაქოს არომატს იძენს. ახლგაზრდა კაბერნეს(3–7 წლიანი დაძველებით) შედარებით მსუბუქი, ჟოლოსა და ქლიავის არომატი აქვს, რომლებიც არაჩვეულებრივად ეხამება ერთმანეთს. ასე რომ, თუკი  მოგწონთ კაბერნე სოვინიონი, რომელსაც, სხვათაშორის, ხშირად "ღვინოების მეფესაც" უწოდებენ, გვერწმუნეთ, იგი ნამდვილად შესანიშნავი დამატება იქნება თქვენი კოლექციისთვის.

რასთან მივირთვათ?

დაძველებული კაბერნე საკმაოდ მაგარია, ამიტომ არ არის საჭირო იგი მსუბუქ კერძებთან ერთად მიირთვათ. მას შესანიშნავად მიესადაგება ადგილობრივი კერძები–ბიფშტექსი, ჩაშუშული ბატკნის ხორცი, კერძები არაჟნის სოუსითა და დესერტი შავი შოკოლადით. რაც შეეხება ახლგაზრდა კაბერნეს, მისი მირთმევა რეკომენდირებულია ღორის, ხბოს ან გარეული ფრინველის ხორცთან და ყველთან.

შირაზი

წითელი ღვინო, რომელიც შავი ყურძნის–სირას ჯიშისგან მზადდება, კაბერნეს მსგავსად ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ თანამედროვე ღვინოდ ითვლება. სხვათაშორის, მას უპირატესობას ხშირად მამაკაცები ანიჭებენ, რაც იმით აიხსნება, რომ იგი საკმაოდ მაგარი სასმელია.  შირაზის ორივე სახეობას მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს, რის გამოც ისინი ფართო საზოგადოების მოწონებას იმსახურებს. ღვინის სამშობლო საფრანგეთია და მისი წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული ამ ქვეყნის ისტორიასთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ შირაზი  ყველაზე დიდი მოთხოვნით ავსტრალიაში სარგებლობს. ყურძნის ეს ჯიში ავსტრალიის სამხრეთ–აღმოსავლეთით ხარობს და მისგან მწარმოებელი ფირმები წითელი ღვინის სხვადასხვა სახეობებს Penfolds–ს, Wolfblass–სა და Wyndham Estate–ს ამზადებენ. აღსანიშნავია, რომ შირაზის სახეობები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და სწორედ ამაშია ამ ღვინის მთელი მომხობვლელობა. შირაზის გემოზე, არომატსა და ხარისხზე, არა მარტო ყურძნის ჯიში, არამედ ფერმენტაციის მეთოდები, კლიმატური პირობები და იმ ნიადაგის მდგომარეობაც კი ახდენს ზეგავენას, რომელზეც ვენახია გაშენებული. სწორედ ამიტომაა, რომ შირაზის ყველა მწარმოებლის ღვინოს ინდივიდუალური არომატი და განსაკუთრებული გემო აქვს.

რასთან მივირთვათ?

შირაზის სახეობების უმეტესი ნაწილი სუფრასთან ხორცთან ან გარეულ ფრინველთან ერთად მიაქვთ. იგი კარგად ეხამება ყველის ცხიმიან სახოებებსაც, ამიტომაც თუკი უბრალო ბიფშტექსის შეკვეთა გადაწყვიტეთ, შირაზის არჩევა შესანიშნავი დამატება იქნება თქვენი სადილისთვის.

 

 

 

გევიურცტრამინერი

გევიურცტრამინერი-ეს თეთრი ღვონია, რომელსაც თავდაპირველად მსუბუქი, აბრეშუმისმაგვარი გემო აქვს, თუმცა სრულად მის არომატს მოგვიანებით შეიგრძნობთ. გევიურცტრამინერის ყურძნის ჯიში კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, იტალიაში, გერმანიასა და ისრაელში ხარობს, თუმცა საუკეთესოდ აღიარებულია ის ჯიშები, რომლებიც ელზასში, საფრანგეთში იზრდება. გერმანული წარმოების ღვინო შედარებით მშრალია, ელზასური კი უფრო ტკბილი. თავად ღვინო ნახევრადმშრალად ითვლება, მას მოოქროსფრო-მოყვითალო ფერი და ყვავილის ან ხილის ოდნავ სპეციფიკური არომატი აქვს. ღრმად ჩაისუნთქეთ-გევიურცტრამინერი თავდაპირველად მსუბუქი მოგეჩვენებათ, თუმცა რამდენიმე ყლუპის შემდეგ თქვენ მის სრულფასოვან გემოსა და არომატს შეიგრძნობთ.

რასთან მივირთვათ?

გევიურცტრამინერი იმდენად მოსწონთ, რომ ხშირად მას აპერატივის ნაცვლადაც კი მიირთმევენ. იგი იდეალურად მიესადაგება ცხიმიან საკვებს, ზღვის პროდუქტებს, სუშისა და თევზის ცხიმიან სახეობებს.

 

 

 

შარდონე

შარდონე ამერიკაში  პოპულარულ თეთრ ღვინოებს შორის პირველ ადგილს იკავებს, რაც შესაძლოა მისი მრავალრიცხოვანი  სახეობებითაა განპირობებული. შარდონეს პოპულარობა აიხსნება იმითაც, რომ ყურძნის ჯიში, რომლისგანაც იგი მზადდება, არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას და ადვილად ახდენს ადაპტაციას თითქმის ნებისმიერ კლიმატთან. სწორედ ამიტომ შარდონე  მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ღვინის წამროებაში  გამოიყენება: დიდი ბრიტანეთიდან დაწყებული და ჩილეთი და ავსტრალიით დამთავრებული, კომპანიები შარდონეს უზარმაზარი რაოდენობის სახოებებს ამზადებენ.  ითვლება, რომ პირველად იგი ბურგუნდიაში გაჩნდა და მალევე მიაღწია წარმატებას, რამაც საბოლოოდ შარდონეს შესანიშნავი რეპუტაცია შეუქმნა. მისი ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია მსოფლიოში. ამჟამად ერთი ბოთლის ღირებულბა 8 დოლარიდან 17 დოლარამდე მერყეობს, თუმცა არსებობს მისი უფრო ძვირადღირებული სახეობებიც.

რასთან მივირთვათ?

კარგი შარდნოეს გემო ზეთოვანი ხისა და ხილის-მსხლის, ვაშლის, ლიმნის, ატმისა და ფორთოხლის ნაზავს წარმოადგენს. ამდენად, მისი მირთმევა შესაძლებელია გარეული ფრინველისა და ღორის ხორცთან, ასევე ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებთან. ცივი შარდონე შესანიშნავად მიესადაგება ნამცხვარსაც.

მერლო

ღვინის ამ სახეობამ პოპულარობა არცთუ დიდი ხნის წინ მოიპოვა. კალიფორნიაში იგი გაყიდვაში 70-იანების ბოლოს გამოჩნდა და 80-იან წლებამდე განსაკუთრებული მოთხოვნით არ სარგებლობდა. ამჟამად კი პირიქით, შესანიშნავი არომატისწყალობით, მერლო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წითელ ღვინოდ ითვლება. მერლოს ყურძნის ჯიში ბორდოში გამოიყვანეს და მას, როგორც კუპაჟირებული, ისე სახეობითი ღვინის საწარმოებლად იყენებენ. იგი საკმაოდ რბილი და წვნიანი ჯიშია და გაცილებით ადრე მწიფდება, ვიდრე ყურძნის სხვა სახეობები, ამიტომ მას ხშირად აჯვარებენ შედარებით დაგვიანებულ კაბერნე სოვინიონთან. ამ უკანასკნელთან შედარებით მერლოს სახეობა ნაკლებად მჟავეა, ამიტომაც მათი შეჯვარების შედეგად შესანიშნავი სუფრის ღვინო მზადდება. მერლოს ზოგჯერ ”ქალბატონების” სასმელსაც უწოდებენ. მართლაც, მას ოდნავ აკლია შირაზისა და კაბერნე სოვინიონისთვის დამახასიათებელი სიმაგრე და მოცულობა, თუმცა მისი გემო მდიდარია ისეთი ნიუანსებით, რომელიც უცხოა კაბერნე სოვინიონისთვის, ამ ნიუანსებს კი მოცვის, ალუბლის, სმაროდინისა და ქლიავის ნოტებისა და ვანილის ნაზავი განაპირობებს.

რასთან მივირთვათ?

მერლო, რომელიც მშრალ ღვინოებს განეკუთვნება, იდეალურად ეხამება უბრალო საკვებს. გაცილებით დატვირთული საკვები, მაგალითად თევზეულისგან დამზადებული კერძები, მასთან დისჰარმონიას წარმოქმნის. იგი შესანიშნავი დამატება იქნება იტალიური ძეხვის, იხვის, ბოსტნეული რაგუსა და ნახევრად მყარი ყველისთვის. 

მაშ ასე, ჩვენ თეთრი და წითელი ღვინოების ყველაზე პოპულარული სახეობები გაგაცანით. არჩევანი ახლა თქვენზეა... დაწყებული უძველესი კაბერნე სოვინიონით და დამთავრებული მოციმციმე შარდონეთი-ღვინის ყველა ჩვენს მიერ შემოთავაზებული სახეობა დაუვიწყარ გემოსა და არომატს გაჩუქებთ. ისიამოვნეთ...

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script