E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

ლიქიორი 2007-04-04 19:07

ლიქიორი გემრიელი, მაგარალკოჰოლური სასმელია, რომელიც შაქრის, არომატიზებული დანამატების, ექსტრაქტების, ხილის, ხილის წვენისა და  ეთერზეთების გამოყენებით იქმნება. შაქრის ნაცვლად ასევე იყენებენ თაფლს, გლუკოზას ან შემწვარ შაქარს.

 

ლიქიორის ისტორია

პირველი ლიქიორები ბერებისა და ალქიმიკოსების მიერ, XIII საუკუნეში შეიქმნა. თავდაპირველად, ისევე, როგორც სხვა სპირტიანი სასმელები, ლიქიორებს ისე ამზადებდნენ, როგორც წამალსა და მუდმივი ახალგაზრდობის ელექსირს. თუმცა, იმის გამო, რომ იმ პერიოდის ბევრ წამალს მწარე გემო ჰქონდა, მასში თაფლსა და შაქრისშემცველ ნივთიერებებს ამატებდნენ. სწორედ  ასე გაჩნდა პირველი ლიქიორიც. თავდაპირველად ასეთ პროდუქტს უბრალოდ "ელექსირს” უწოდებდნენ, მოგვიანებით კი მან ლიქიორის სახელწოდება მიიღო. ეს სახელი ლათინური «liquefacere»-გან  მომდინარეობს და გასახსნელებს (გასაზავებელს) ნიშნავს.

XVII საუკუნის ბოლოს ლიქიორი ოფიციალურად იქნა აღიარებული სამეფო კარის მიერ. შაქრის ლერწმის გამოყენებამ წამლის გემოს ბოლო მოუღო, გააუმჯობესა მისი ხარისხი და შედეგად, ამ ტიპის ალკოჰოლური სასმელის გაყიდვის მაჩვენებელმაც იმატა.

ლუდოვიკო  XIV-ს დროს, დიდი პოპულარობით ლიქიორები-პოპულო და როსოლისი სარგებლობდა. ლიქიორების ოქროს ხანად XIX საუკუნე ითვლება. სწორედ იმ დროს შეიქმნა ლიქიორები: კიურასაო (Curacao), კუანტრო (Cointreau), შარტრეზი (Chartreuse), გრან-მარნიე (Grand Marnier), გალიანო (Galliano), ბენედიქტი (Benedictine).

 

ლიქიორებს  ძირითადად, საფრანგეთსა და იტალიაში აწარმოებდნენ (ეს ქვეყნები ახლაც ლიქიორების წამყვან მწარმოებლებად ითვლება). მოგვიანებით, ლიქიორების დამზადების ტექნოლოგია ჰოლანდიელებმა აითვისეს და ამ სასმელის წარმატებულად წარმოება და რეალიზაცია დაიწყეს.

 

ლიქიორების კლასიფიკაცია სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ის დამოკიდებულია ალკოჰოლის  სიმაგრეზე, შაქრის შემცველობაზე, წარმოების მეთოდებზე. ლიქიორების კლასიფიკაცია რთულია, ერთი მხრივ, მათი მრავალფეროვნებისა და მეორე მხრივ, მათი ერთმანეთთან მსგავსების გამო.

 

საერთო ჯამში, ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს.

 

პირველ ჯგუფს ყველაზე ლეგენდარული ლიქიორები მიეკუთვნება. მათი დამზადების საიდუმლო მხოლოდ ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. ეს ლიქიორები დამზადებულია ბერების, ალქიმიკოსების, კონდიტრებისა  და მეაფთიაქეების მიერ.

 

მეორე ჯგუფს ის ლიქიორები მიეკუთვნება, რომელიც კოქტეილების დამზადების დროს გამოიყენება. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, მასში გაერთიანებულია თანამედროვე, ტკბილი, ნაღების ლიქიორები.

 

ეტიკეტზე გაკეთებული წარწერა ძირითადად სიტყვებით-"Creme de ..." იწყება და შაქრის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს. კრემის ძირითად კომპონენტს ხშირად ღვინის დისტილანტი წარმოადგენს, ხოლო სპეციფიურ გემოს მას ხილის კომპონენტები ანიჭებს. 70-იან წლებში კრემ-ლიქიორებს შორის სრულიად ახალი სასმელები გაჩნდა, რომელიც ერთი შეხედვით, შეუთავსებელი კომპონენტების-ალკოჰოლისა და ნაღების შერევით მზადდება. ამ საქმეში განსაკუთრებულ წარმატებას ირლანდიელებმა მიაღწიეს. მათ აღმოაჩინეს ფორმულა, რომელიც მწარმოებელს ნაღების  ალკოჰოლთან კონტაქტის დროს წარმოქმნილ აჭრის პრობლემას უხსნის.

 

ლიქიორის მოხმარების კულტურა

ლეგენდარული ლიქიორები, ისევე, როგორც კონიაკები, მაგიდასთან სადღესასწაულო სადილზე, მეორე კერძის გატანის შემდეგ, ყავამდე მიაქვთ. როგორ წესი, ლიქიორს შავ ყავასთან ერთად სთავაზობენ. გურმანები ამ სასმელს ნელა, პატარა ყლუპებად სვამენ. ლიქიორისთვის განკუთვნილი პატარა ჭიქა ბროლის ან მინისაა. ლიქიორი სუფრასთან ხშირად გააქვთ დესერტის დროს, მაგალითად, ყურძენთან, ვაშლთან, ფორთოხალთან, ლიმონთან ან ნაყინთან ერთად. ზოგჯერ ყინულიან ლიქიორსაც სვამენ.

ზოგიერთი ლიქიორი შერეული სასმელის, კოქტეილების, გამაგრილებელი სასმელების დამზადების დროს გამოიყენება. ლიქიორი საუკეთესოდ ერწყმის მაგარალკოჰოლურ სასმელებს, ისეთს, როგორიცაა რომი, ტეკილა, არაყი, კონიაკი. გარდა ამისა, მისი დალევა შეიძლება რძესთან, ნაღებთან და ნაყინთან ერთად. ბევრი ადამიანი მას ჩაისთან და ყავასთან, ლიმნისა და ფორთოხლის წვენთან ერთად მიირთმევს. გაითვალისწინეთ, რომ ლიქიორები არამწეველი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც ალკოჰოლს ბოროტად არ იყენებს და დახვეწილი გემოვნება აქვს. ლიქიორებს ოთახის ტემპერატურაზე ინახავენ და ის მაგიდასთან ცივი არ გააქვთ. ჟურნალის შემდეგ ნომერში ლიქიორის ცნობილ მარკებსა და მწარმოებლებზე გიამბობთ.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script