E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

კონიაკი 2006-12-21 14:50

კონიაკს საკმაოდ დიდი ხნის და ბურუსით მოცული ისტორია აქვს. ყურძნის წარმოების დაწყება ჩვენი წელთაღრიცხვის 1 საუკუნესთან არის დაკავშირებული. თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე რომაელებმა ვენახის გაშენება დაიწყეს. მოგვიანებით, მესამე საუკუნის ბოლოს, რომის იმპერატორმა პრობუსმა მეღვინეობით დაკავებისათვის უფლებები გააფართოვა.

 

მე-12 საუკუნეში, ჰაიენის ჰერცოგის გილიომ X-ისა (Guillaume X)  და გრაფ პუატიეს წყალობით, ლა როშელის ირგვლივ, დიდი ვენახი გაჩნდა, რომელსაც პუატუს ვენახი უწოდეს. შემდგომ საუკუნეში ამ ყურძნისგან ღვინოს აყენებდნენ, რომელიც არამარტო საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იყიდებოდა.

 

ნავების ერთ-ერთი სადგური, რომელიც მდინარე შარანტის აუზში მდებარეობდა, თავისი ვენახების ხარისხითა და სიძველით ყველასგან გამოირჩეოდა. ამ სადგურს კონიაკი ერქვა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჰოლანდიური გემები ამ ტერიტორიაზე ცნობილი ღვინოების-შამპანისა და ბორდერისთვის შედიოდნენ. ასე იქცა საფრანგეთი ევროპაში ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანად.

 

ადგილობრივი ყურძნისგან იმდენი ღვინის წარმოება დაიწყეს, რომ მისი შეგროვება გართულდა. სასმელის ხარისხი დაეცა. დაბალალკოჰოლური და მჟავე სასმელი ზღვით  ხანგრძლივ გადატანას ვერ უძლებდა. ამასთან, სასმელის კასრებით გადატანა შრომატევადი და ეკონომიურად წამგებიანი საქმე გახდა.

 

1641 წელს მაგიდის თეთრ ღვინოზე გადასახადის რაოდენობა გაიზარდა. ასეთი სასმელი შარანტის დეპარტამენტის მეღვინეებს ინგლისში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაჰქონდათ. იმისთვის, რომ მომატებული გადასახადი არ დაეფარათ, გადაწყვიტეს პროდუქციის მოცულობა ღვინის "გადარეკვით" შეემცირებინათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ გზით მიღებული სასმელი მოგვიანებით, წყლით გაზავდებოდა და ჩვეულებრივი ღვინო იქნებოდა. თუმცა, მიღებულმა სითხემ, რომელიც ღვინოს ნამდვილად არ ჰგავდა, თვით მწარმოებლების მოწონება დაიმსახურა. როგორც მიხვდით, ეს სასმელი კონიაკი იყო.

 

კონიაკი განსაკუთრებულად პოპულარული მაშინ გახდა, როცა ლუდოვიკო XIV-მ გასინჯა და შეაფასა იგი. სამეფო კარზე სასმელს სანახევროდ წყლით გაზავებულს და მცირე დოზით  შეექცეოდნენ. 1701 წელს, საფრანგეთსა და ინგლისს შორის, ესპანეთის მემკვიდრეობის თაობაზე, ომი გაჩაღდა. საფრანგეთი ინგლისის ფლოტის მიერ ბლოკირებული იყო, რამაც ინგლისში კონიაკის სპირტის ტრანსპორტირებას ხელი შეუშალა.

 

სასმელის დიდი ნაწილი მუხის კასრებში ინახებოდა და როდესაც ის გასინჯეს, განსხვავება იოლად აღმოაჩინეს. მიხვდნენ, რომ სასმელის მუხის კასრებში დაძველების შემდეგ, მისი ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდებოდა-მცირდებოდა მისი სიმაგრე, არომატი უფრო მდიდარი იყო და ფერი და გემო იცვლებოდა.

 

კონიაკის შექმნის პრიორიტეტი რომ დაემტკიცებინათ, 1909 წლის 1 იანვარს, საფრანგეთში სპეციალური დეკრეტი მიიღეს. მისი შესაბამისობით, დადგენილ იქნა იმ ტერიტორიის საზღვრები, რომლის პროდუქციასაც ყურძნის ბრენდის სახით, აქვს უფლება კონიაკად იწოდებოდეს.

 

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მაგარი სპირტიანი სასმელები, რომელიც ღვინის დისტილაციის გზით მიიღება, მაგრამ საფრანგეთის სხვა რაიონებში მზადდება (და არა იქ, რომელიც დეკრეტით დადგინდა), არ შეიძლება კონიაკად იწოდებოდეს. სხვადასხვა ქვეყანაში კონიაკის ტიპის სასმელს არმანიაკი, ბრენდი და ა.შ. ჰქვია.

 

 

წარმოების ტექნოლოგია

 

კონიაკის წარმოების ტექნოლოგია რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში გაუმჯობესდა და უფრო სრულყოფილი გახდა. თეთრი ყურძნის შერჩეული სახეობები (უნი ბლანი, კოლომპარი, ფოლ-ბლანში, სენტ-ემილიონი), რომელიც ოქტომბერში იკრიფება, სპეციალური მეთოდით იწურება. მიღებული წვენის დუღილი დაახლოებით, 3-4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. შედეგად, ახალგაზრდა, მშრალი ღვინო ბლან-დე-ბლანი (Blanc de Blanc) მიიღება.

კონიაკის წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი-ე.წ. გადარეკვა. ის მოსავლის აღების შემდგომ წელს, აუცილებლად, 31 მარტამდე ხდება. როგორც პირველი, ისე მეორე გადარეკვა სპეციალური აპარატის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც alambic charentais ჰქვია. ტრადიციისამებრ, ის სპილენძისგან მზადდება, რადგან ის ღვინის მჟავას უძლებს. 9 ლიტრი ღვინის გადარეკვა დაახლოებით, 1 ლიტრ კონიაკის სპირტს გვაძლევს. საწყის დისტილანტს-tetes და ბოლოს, რომელსაც guenes ჰქვია, ასხამენ, რადგან ის ბევრ არასახარბიელო ნივთიერებას შეიცავს.

 

მეორე გადარეკვა განსაკუთრებულ დაკვირვებასა და ყურადღებას მოითხოვს. მას bonne chaaffe ჰქვია. სპირტი 12 საათის განმავლობაში ნელა გადაირეკება. ისევე, როგორც პირველი დისტილაციის შემთხვევაში, რჩება მხოლოდ ერთი "გული". სითხე, რომლის სიმაგრეც 69-დან 72 გრადუსამდე მერყეობს, შემდგომში დაძველდება.

 

შემდგომი ეტაპი კონიაკის დაძველებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. სასმელი 350 ლიტრიან მუხის კასრებში, 3-დან 5 წლამდე და ზემოთ,  ძველდება. მასალა, რომლისგანაც კასრია დამზადებული, არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონიაკის შენახვის ვადა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ის შეიძლება 100 წელს აღწევდეს.

 

მსოფლიოში კონიაკის უმსხვილესი მწარმოებლები არიან: "ჰენნესი" (Henessy), "მარტელი" (Martell), "რემი მარტენი" (Remy Martin) და "კურვუაზიე" (Courvoisier), რომლებიც კონიაკის წარმოების 70%-ს იკავებენ. მათ შესახებ, დაწვრილებით, ჟურნალის შემდეგ ნომერში გიამბობთ.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script