E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

ბეჰეროვკა (Becherovka) 2006-12-12 16:05

ბეჰეროვკა ჩეხური ლიქიორია (38 °), რომლის ისტორიაც სათავეს კარლსბადში (კარლოვი ვარი) იღებს. სასმელი ოცზე მეტ სამკურნალო ბალახს შეიცავს და დღემდე 1807 წლიდან ცნობილი  ტექნოლოგიით მზადდება. თავდაპირველად ბეჰეროვკას ისე ამზადებდნენ, როგორც წამალს მუცლის ღრუს დაავადებებისათვის. სასმელის რეცეპტი გასული საუკუნის 20-იან წლებამდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.

 

ბეჰეროვკა ორმა ადამიანმა, ინგლისელმა თერაპევტმა ფრობრიგმა და აფთიაქარმა იოზეფ ბეჰერმა შექმნა. ორივე მათგანი გატაცებული იყო ბალახის ნაყენის, არომატული ზეთისა და ალკოჰოლის შერევით. კარლსბადიდან წასვლამდე, ფრობრიგმა თავის მეგობარს სამკურნალო სასმელის რეცეპტი დაუტოვა და მისი სრულყოფა სთხოვა. ბეჰერმა ბევრი არ დააყოვნა. მის მიერ მიღებული ნაყენი იმდენად სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა, რომ აფთიაქარმა მას "კარლსბადის ცამეტი წყარო" უწოდა. 1807 წლიდან, იოზეფ ბეჰერმა საკუთარ აფთიაქში ელექსირის, სახელწოდებით "კარლსბად ინგლიშ ბიტერ" გაყიდვა დაიწყო.

 

იოზეფ ბეჰერი საკმაოდ წარმატებულ ბიზნესს 1841 წლამდე მართავდა და ლიქიორის რეცეპტსაც საიდუმლოდ ინახავდა. თავისი საიდუმლო მან მხოლოდ ერთ კაცს, თავის ვაჟსა და მემკვიდრეს, იოჰანს გაანდო. ეს უკანასკნელი საკმაოდ მოხერხებული ბიზნესმენი გამოდგა. მან ძველი ტექნიკა გამოცვალა და ახალი ფაბრიკა ააგო. ამდენად, 1841 წლიდან ლიქიორის წარმოება გაფართოვდა. ბეჰეროვკას სავაჭრო მარკა ამ დრომდე გამოიყენება. სწორედ იოჰანმა თავის ნათესავს კარლ ლაუბს განსაკუთრებული ეტიკეტის მქონე ბრტყელი ბოთლების შექმნის დავალება მისცა. ბეჰეროვკა ახლაც ასეთ ბოთლებში იწარმოება.

 

იოჰანმა მისი რეცეპტი ტრადიციისამებრ, საკუთარ ვაჟს, გუსტავს გადასცა, რომლმაც ბეჰეროვკას   წარმოებაში სერიოზული ნაბიჯი გადადგა. მან სავაჭრო მარკა ბეჰეროვკა ოფიციალურად დაარეგისტრირა, რისკენაც მას სასმელის ფალსიფიცირებული ვარიანტების წარმოებამ უბიძგა. გარდა ამისა, გუსტავმა დაიწყო ფაიფურის პატარა ჭიქების წარმოებაც, რომელიც ლიქიორთან ერთად იყიდებოდა და რომლის შეძენაც ბეჰეროვკას მოყვარულებს დღესაც შეუძლიათ.

 

სასმელის რეცეპტი მამიდან შვილზე გადადიოდა და სასმელის წარმოებას მთლიანად აფთიაქარის ოჯახი  აკონტროლებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბეჰეროვკას რეცეპტი ბეჰერის სახლის ეზოში, მიწაში დაფლეს. მას ჩეხმა აგენტებმა 1945 წელს მიაკვლიეს, რის შემდეგაც ბეჰეროვკა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

 

ბეჰეროვკას წარმოება

 

ოც სხვადასხვა სამკურნალო ბალახს ნატურალური ტილოს ტომრებში ათავსებენ და ერთი კვირის განმავლობაში, ალკოჰოლით სავსე ჭურჭელში დებენ. ამის შემდეგ, ექსტრაქტს მუხის კასრებში ასხამენ და მასში წყალსა და შაქარს ამატებენ. არომატური ელექსირი ორ-სამ თვეში, იოვალური ფორმის მუხის კასრებში მიიღება. აღსანიშნავია, რომ სასმელი მხოლოდ კარლოვი ვარის წყალზე მზადდება.

 

ბეჰეროვკას სამკურნალო თვისებები

 

ბეჰეროვკა დადებითად მოქმედებს საჭმლისგადამამუშავებელ სისტემაზე (თუმცა ზოგიერთები მის სამკურნალო თვისებებს ეჭვქვეშ აყენებენ). ბეჰეროვკას ჭამის დროს, 20 მლ-ს ოდენობით მიირთმევენ. ალკოჰოლის მცირე რაოდენობა მასში საგრძნობლად აძლიერებს სამედიცინო ზემოქმედების ეფექტურობას. ამ დრომდე არ ყოფილა არც ერთი ისეთი შემთხვევა, რომ ლიქიორს მისი მოხმარების მცოდნე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინოს.

 

როგორ უნდა მივირთვათ ბეჰეროვკა

 

ბეჰეროვკას პატარა ჭიქებში ასხამენ და როგორც წესი, ვახშმამდე ან გვიან საღამოს შეექცევიან. მას სვამენ დამოუკიდებლად ან ამატებენ ჩაის ან ყავაში. ბეჰეროვკა ბევრი კოქტეილის დამზადების პროცესშიც გამოიყენება. განსაკუთრებით ცნობილია ბეჰეროვკასა და ტონიკის (tonic) ნარევი, რომელიც beton-ის სახელით არის ცნობილი.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script