E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

კუბური რომი (Havana Club) 2006-11-07 13:57

რომი ეს ძლიერი სპირტიანი სასმელია, რომელიც შაქრის ლერწმის საკმაოდ რთული გზით გადამუშავების შედეგად მიიღება. უფერული სითხე, როგორც წესი, მუხის კასრებში ძველდება. მიუხედავად იმისა, რომ რომის წარმოება ავსტრალიაში, ინდოეთში და მსოფლიოს კიდევ ბევრ ქვეყანაში ხორციელდება, კუბაში წარმოებულ რომს არაფერი შეედრება.

 

არსებობს რომის რამდენიმე სახეობა. ღია ფერის რომს უფრო ხშირად კოქტეილებში იყენებენ, მაშინ, როცა ოქროსფერი და მუქი რომი გამოიყენება როგორც კოქტეილებში, ასევე კულინარიაში. პრემიუმ კლასის რომს anejo (დაძველებული) სუფთა სახით ან ყინულით მიირთმევენ.

 

სიტყვა რომის (ინგ. rum) წარმომავლობა უცნობია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ის სიტყვისგან rumbullion მომდინარეობს, რაც "დიდ ხმაურს" ნიშნავს. მეორე ვარიანტის მიხედვით, რომი სპირტიანი სასმელებისთვის განკუთვნილი ბოკლის სახელწოდებიდან «rummers»  მომდინარეობს, რომელსაც ჰოლანდიელი მეზღვაურები იყენებდნენ. სხვა ვარიანტებს შორისაა ლათინური სიტყვის «saccharum» (შაქარი) შემცირებული ვერსია და ფრანგული «arôme» (არომატი). ასეა თუ ისე, სიტყვა რომი 1657 წლიდან ლექსიკაში დამკვიდრდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მასაჩუსეტის გენერალურმა საბჭომ აკრძალა ძლიერი სპირტიანი სასმელის გაყიდვა, რომელიც რომის სახელწოდებით იყო ცნობილი.

 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში წარმოებული რომი სიმძიმითა და მუქი ფერით გამოირჩეოდა და ის ღარიბი, მუშა ადამიანებისთვის იყო გათვალისწინებული. რომის ბაზრის მოცულობის გასაზრდელად ესპანეთის სამეფო პალატამ პრიზი დააწესა იმისთვის, ვინც რომის წარმოების პროცესს უფრო სრულყოფილს გახდიდა. შედეგად, წარმოების ბევრი უფრო სრულყოფილი მეთოდი მიიღეს, რამაც სასმელის ხარისხი საკმაოდ გააუმჯობესა. 1843 წელს ესპანეთიდან სანტიაგო დე კუბაში გადასახლებულმა დონ ფაკუნდო ბაკარდი მასსომ რომის წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფის შედეგად ღია ფერის სასმელი მიიღო. სწორედ ასეთი რომის წარმოებისთვის დონ ფაკუნდომ 1862 წელს კომპანია "ბაკარდი" დააარსა.

 

მთელს მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი კუბური რომი ეს Havana Club-ია, რომელსაც კუბაში აწარმოებენ და ასხამენ. შაქრის ლერწამი კანარის კუნძულებიდან კუბაში ქრისტოფერ კოლუმბმა შეიტანა. XVII საუკუნეში შაქრის ლერწმის სიროფის გამოყენება რომის პირველი სახეობების წარმოების პროცესში დაიწყეს. ასეთი რომი საკმაოდ მწარე იყო და მას მეკობრეები შეექცეოდნენ. თანდათანობით, ტექნოლოგიის დახვეწის შედეგად, შეიქმნა რომი, რომელიც თანამედროვესგან მცირედით განსხვავდებოდა. ის იყო რბილი, სასიამოვნო და გამაგრილებელი. ძალიან მალე კუბური რომი ისეთივე პოპულარულ სასმელად იქცა, როგორც ფრანგული კონიაკი და ესპანური ბრენდი.

 

Havana Club-ის ისტორია 1878 წელს დაიწყო, როცა ხოსე არეჩაბალამ Havana Club-ის შემქმნელმა, კუბას სანაპიროზე, კარდენასში სპირტის გამოსახდელი გახსნა. რომის სახელწოდება იმიტომ შეარჩიეს, რათა სიმბოლურად ორი სამყარო: ტრადიციული კუბური ფესვები და ჰავანას განუმეორებლობა გაეერთიანებინათ. Havana Club-ის ეტიკეტზე უსათუოდ არის გამოსახული ახალგაზრდა გილარდიელი (სევილიელი გოგონა), რომელსაც ხელში კვერთხი უჭირავს და რომლის სატრფოც მარადიული ახალგაზრდობის საძებნელად გაეშურა, მაგრამ არ დაბრუნდა. სწორედ ის იქცა ჰავანას, მოგვიანებით კი რომის Havana Club სიმბოლოდ.

 

წარმოების ტექნოლოგია

 

თავისი კლიმატის წყალობით, კუბა საუკეთესო ადგილია შაქრის ლერწმის მოსაყვანად და რომის საწარმოებლად. სპეციალურად Havana Club-თვის ღია ფერისა და მაღალი ხარისხის (მოლასსუ) ლერწამს არჩევენ, რომელიც ბუნებრივ ფერმენტაციას გადის.

ფერმენტაციისთვის გამოიყენება კუბას წყაროების სუფთა წყალი და უმაღლესი ხარისხის საფუარი. შემდეგ რომის გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს. Havana Club-ის გასუფთავების ტექნოლოგია გრავიტაციის პრინციპზეა დაფუძნებული.

სასმელი სპეციალურად ღია ფერის მუხის კასრებში ძველდება. შემდეგ მას ემატება შაქრის ლერწმის წყალი, რის შედეგადაც მიიღება ron fresco (ახალგაზრდა რომი). ამის შემდეგ, სასმელი ისევ ძველდება კასრებში. ტროპიკული კლიმატის პირობებში, კუბაში მსოფლიოში საუკეთესო რომი იწარმოება.

 

დონ ხოსე ნავაროს ხელმძღვანელობით, რომელიც კუბაში საუკეთესო სპეციალისტად ითვლება, მწარმოებლები რომის წარმოების კუბურ კულტურას ინარჩუნებენ. რომის დაძველების გარკვეული ეტაპის შემდეგ, სპეციალისტები რომის სხვადასხვა სახეობას ერთმანეთში ურევენ. ეს განსაკუთრებულ ცერემონიალს ჰგავს, ვიდრე სამუშაო პროცესს, როცა ორი არომატული ნაკადი ერთმანეთს ერწყმის. ამის შემდეგ, რომს რამდენიმე კვირის მანძილზე ასეთ მდგომარეობაში ტოვებენ, მოგვიანებით ფილტრავენ და ბოთლებში ასხამენ.

 

ას წელზე მეტი ხნის შემდეგ, Havana Club კუბელი  Maestros Roneros-ების ისეთივე ორიგინალური რეპეცტით მზადდება, როგორც ასწლეულის წინ.

 

Havana Club-ის სახეობები

 

არსებობს Havana Club-ის რამდენიმე სახეობა, ესენია: Havana Club Anejo Blanco (2-წლიანი დაძველებით), Havana Club Anejo Especial (ახალგაზრდა თეთრი და დაძველებული მუქი რომის ნაერთი) და Havana Club Anejo 7 Anos (7-წლიანი დაძველებით). Anejo Blanco საუკეთესოა ისეთი კოქტეილებისთვის, როგორიცაა კუბური «Mojito». Anejo Blanco ყველაზე ახალგაზრდაა რომის დაძველებულ სახეობათა შორის (2 წელი). ის გამჭვირვალეა და მასში ალკოჰოლის შემცველობა 40%-ს შეადგენს. Anejo Especial ოქროს რომია, რომელიც ასევე 40% ალკოჰოლს შეიცავს. რაც შეეხება Club Anejo 7 Anos-ს, ის შეიძლება რომის წარმოებაში ლეგენდარულ სასმელად ჩაითვალოს. მას საკმაოდ მდიდარი არომატი და გემო აქვს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ის ყველაზე დიდხანს-7 წლის განმავლობაში ძველდება.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script