E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

პორტვეინი 2006-08-07 13:23

"ყველა ღვინო პორტვეინი იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს..."

 

საუკეთესო პორტვეინი იმ ყურძნისგან იწარმოება, რომელიც მდინარე დუეროს სიახლოვეს, ველზე  იზრდება. მე-17 საუკუნეში, ფრანგებთან ბრძოლის გამო, ინგლისელ  ვაჭრებს ბაზარზე საკუთარი ბორდოს წარდგენის საშუალება წაერთვათ და სწორედ მაშინ მათ გემო და არომატი საუცხოო პორტუგალიურ ღვინოს გაუსინჯეს. აღსანიშნავია, რომ ამ ღვინოებისთვის ტრანსპორტირების პროცესი ძალიან მძიმე იყო, სწორედ ამიტომ ვაჭრები სასმელში ალკოჰოლს ამატებდნენ. ცოტა მოგვიანებით, ღვინოში ფერმენტაციის დროს  ყურძნის სპირტის დამატებაც დაიწყეს, სწორედ ასე დაიბადა პორტვეინი.

 

სულ მალე პორტვეინით მოვაჭრეებმა შეამჩნიეს, რომ ალკოჰოლის დამატება არამხოლოდ იცავდა ღვინოს, არამედ აუმჯობესებდა მის ხარისხს და სასმელს უნიკალურ პროდუქტად გარდაქმნის საშუალებას აძლევდა.

 

სიტყვა პორტვეინი მომდინარეობს სიტყვისგან პორტუ, რაც პორტუგალიის მთავარი პორტის სახელწოდებაა. ინგლისში პორტვეინს "ღვინო პორტოს" ან "პორტო ღვინოს" უწოდებდნენ. პორტუგალიაში პორტვეინის წარმოების თარიღად XVIII საუკუნე მიიჩნევა. ამ სასმელისთვის დამახასიათებელია ნაყოფის ან ხილის ტონი, გემოს ჰარმონიულობა, მაღალი ექსტრაქტულობა. ეს ყველაფერი ბადაგის დაწურვის შედაგად მიიღწევა. სასმელის საუცხოო გემო ე.წ. პორტვეინიზაციის, სპეციალურ კასრებში დაძველების შედეგად მიიღება. დამზადების უძველესი მეთოდით წარმოებული პორტვეინი 12-18 თვის განმავლობაში ძველდება. რაც შეეხება ჩვეულებრივ პორტვეინს, ის 5 დღის განმავლობაში დუღდება და მხოლოდ 3 თვის განმავლობაში ძველდება. როცა პორტვეინის წარმოების დროს, ფერმენტების მეშვეობით ნატურალური შაქრის ნახევარი გადამუშავდება, ღვინოში უფერულ სპირტს ამატებენ. ის ამ პროცესს ანელებს და ღვინოში ყურძნის შაქრის დიდ ნაწილს ინარჩუნებს. არსებობს პორტვეინის რამდენიმე კატეგორია, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

 

Vintage

 

"ვინტაჟის" კატეგორიის პორტვეინი ყველაზე რბილი და იშვიათი სასმელია და შესანახად მსოფლიოში საუკეთესო ღვინოდ ითვლება. ის საუკეთესო მოსავლის ყურძნისგან იწარმოება და შედარებით ნაკლები რაოდენობით. ამ კატეგორიის პორტვეინი მუხის კასრში 2 წლის განმავლობაში ძველდება. მოგვიანებით, დეგუსტაციისთვის მზადების პროცესში, მას ბოთლებში ასხამენ და რამდენიმე, ზოგჯერ ათეული წლის განმავლობაში სარდაფში აძველებენ. სწორედ ამის შემდეგ გარდაიქმნება იგი საუცხოო ღვინოდ, რომელსაც საუკეთესო გემო აქვს.

 

წელს, რომელსაც "ვინტაჟის" წლად აცხადებენ, ღვინოს ორწლიანი შენახვის შემდეგ ბოთლებში ასხამენ. წინასწარ ცხადდება გასაყიდად გამზადებული ბოთლების რაოდენობა. ისევე, როგორც შამპანში, ყველა წელი საუკეთესო მოსავლის წლად არ ცხადდება. პორტვეინის ყველა მწარმოებელი კონკურენტებისგან დამოუკიდებლად იღებს მოსავლის შეფასების გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი მოსავალს საუკეთესოდ არ გამოაცხადებს, შესაძლებელია მიღებულ იქნას გარკვეულ ტერიტორიაზე მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული "ვინტაჟის" ჩამოსხმის გადაწყვეტილება. სასმელი მზადდება ყურძნისგან, რომელიც საწარმოს მფლობელობაში არსებულ ვენახებში იკრიფება. საწარმოს დასახელება მითითებულია ეტიკეტზე.

 

Late Bottled Vintage

 

ისევე, როგორც კლასიკური "ვინტაჟი" Late Bottled Vintage ერთი წლის მოსავლისგან იწურება, მაგრამ თუ "ვინტაჟი" მუხის კასრში 2 წლის განმავლობაში ძველდება, Late Bottled Vintage-ის შემთხვევაში დაძველების პერიოდი 4-6 წლამდე იზრდება. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება Late Bottled-ბოთლში გვიან ჩამოსხმული. აღნიშნულის წყალობით, მას შემდეგ, რაც ამ კატეგორიის პორტვეინი ბოთლში ხვდება, ის რეალიზაციისთვის მზად არის და სარდაფში შენახვას არ საჭიროებს. "ვინტაჟისგან" განსხვავებით,  მისი დალევა ბოთლის გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება.

Late Bottled Vintage კლასიკური "ვინტაჟივით" ნაჯერი არ არის, მაგრამ ამ პორტვეინს საუკეთესო ხარისხი აქვს და მისი ფასიც საკმაოდ მიმზიდველია. ეს პორტვეინი საოცრად უხდება ყველს.

 

დაძველებული უფერული პორტვეინი

 

მსუბუქი პორტვეინი, მრავალი წლის განმავლობაში დაძველებული მუხის კასრში, დროთა განმავლობაში ლალისფერს კარგავს და ოქროსფერი გადაკრავს. ასეთ პორტვეინს Tawny-ს უწოდებენ. მისი მახასიათებლები "ვინტაჟისგან" ძალიან განსხვავდება. თუმცა ორივე მათგანი ნამდვილ შედევრად ითვლება.

თუ "ვინტაჟი" ბოთლში ისეა ჩასხმული, რომ ჰაერი არ ხვდება, "ტონი" "სუნთქავს" და მუხის კასრის კედლებიდან თავისებურ, სასიამოვნო არომატს იძენს.

უძველესი პორტვეინი "ტონი" დანარჩენ პორტვეინებს შორის ყველაზე მიმზიდველია. ეს არის საუცხოო სადესერტო ღვინო, რომელიც სხვა ლალისფერი პორტვეინისგან განსხვავებით, შეგიძლიათ ცივადაც მიირთვათ.

 

თეთრი პორტვეინი

 

თეთრი პორტვეინი იმავე ტექნოლოგიით იწარმოება, რითიც წითელი, მხოლოდ შექმნილია თეთრი ყურძნისგან. პორტვეინ "რუბის" მსგავსად, ის შექმნილია რამდენიმე მოსავლისგან და ხის კასრებში 3-4 წლის განმავლობაში ძველდება. როგორც წესი, მას ოპერატივის სახით მიირთმევენ.

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script