E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

კიანტი 2006-07-26 14:27

კიანტი (Chianti) იტალიური წითელი ღვინოა, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 11-12% -ს შეადგენს. კიანტი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს იტალიური წითელი ღვინის სიმბოლოდ. ის საკმაოდ პოპულარულია არამხოლოდ იტალიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ამ პროდუქტის 2/3 ექსპორტისთვის მზადდება. პოპულარობასთან ერთად, კიანტის ბევრი ფალსიფიცირებული ვარიანტი შეიქმნა.

 

კიანტი ძირითადად იტალიურ რაიონში ტოსკანაში იწარმოებოდა. ამ მიწებზე კიანტის დიდი ხანია აწარმოებენ. პირველი ცნობა ამ სახეობის იტალიური წითელი ღვინის, უფრო კონკრეტულად კი "კიანტი კლასიკოს" (Chianti Classico) შესახებ, 1398 წლის დოკუმენტებში გვხვდება. იმ დროს ტოსკანაში ერთმანეთს სიენა და ფლორენცია დედაქალაქის წოდების მიღებისათვის ეჯიბრებოდა. ღვინის მწარმოებელი კომუნები, რომლებიც კიანტის ამზადებდნენ, მხარს ფლორენციას უჭერდნენ და ეს უკანასკნელი დედაქალაქი გახდა. ამ წინააღმდეგობის ისტორიული სიმბოლო შავი მამალი (Gallo nero) მათ ღვინოებზე გამოსახულ გერბად იქცა.

 

ტოსკანას ჰერცოგმა მედიჩის დინასტიიდან ბრძანება გასცა, რომელშიც ის კიანტის ღვინოების მწარმოებელ რაიონებს განსაზღვრავდა. იმ დროისათვის, "კიანტი კალსიკოს" გარდა, ამ სასმელის კიდევ ექვსი სახეობა არსებობდა, რომელსაც რაიონების სახელი ერქვა- კიანტი რუფინა, კიანტი მონტალბანო, კიანტი კოლინე არესტინე, კიანტი კოლლი ფიორენტინი, კიანტი კოლლინე სენესი, კიანტი კლასსიკო, კიანტი კოლინე პიზანე. მოგვიანებით, აღნიშნული კლასიფიკაცია "წარმომავლობის მიერ დასახელებულის კონტროლის" წესებით აიკრძალა და მას მინიჭებული აქვს წარმოების უმაღლესი კატეგორია DOCG.

 

განსაკუთრებული პოპულარობა კიანტიმ XIX საუკუნეში მოიპოვა, რაც დაკავშირებულია გაერთიანებული იტალიის პრემიერ-მინისტრის ბარონ რიკაზოლის სახელთან. მან უფრო სრულყოფილი გახადა კიანტის წარმოების პროცესი, კერძოდ, შემოიღო მისი გარკვეული ჯიშის ყურძნისგან დამზადების პრაქტიკა, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა გემო. კლასიკური სქემით წარმოების დროს ყურძნის სამი ჯიში: სან ჯოვეზე (50-80%), ტრებიანო ტოსკანა და მალვაზია დელ კიანტი (10-30%) გამოიყენება.

 

საინტერესოა კიანტის წარმოების ტექნოლოგია. 1924 წელს მისი ხარისხის დასაცავად ნებაყოფლობითი გაერთიანება გაჩნდა. ყველაზე ძველი მეთოდი, რომლის წყალობითაც შენარჩუნდა ღვინის მაღალი ხარისხი, ეს "გავერნო ალ ტოსკანოა". მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უკვე გამზადებულ ყურძნის ღვინოს ბადაგი ემატება. ამასთან, ხორციელდება განმეორებითი დუღილი, რის შემდეგაც ღვინოს სპეციფიური გემო და იის საუცხოო არომატი უჩნდება. დღეს ეს მეთოდი სულ უფრო იშვიათად გამოიყენება, ის მუხის კასრში დაძველების წესით არის შეცვლილი.

ადრეულ ასაკში კიანტი ლალისფერია, მაგრამ 27-თვიანი დაძველების შემდეგ, ბროწეულისფრად გარდაიქმნება და დამატებით სახელწოდებას "Riserva" იღებს. ასეთი ღვინოების ვადა 3-4 წლიდან 10 წლამდე, ხოლო ფასი სამჯერ იზრდება. კარგი ხარისხის კიანტი ბორდოს ტიპის ბოთლით გამოირჩევა.

 

კლასიკურ კიანტის საშუალო ზომის ფართე ჭიქით მიირთმევენ. მისი ტემპერატურა 16-18 გრადუსს უნდა შეადგენდეს. კიანტი ძალიან უხდება ხორცს, მაკარონსა და სხვადასხვა ტიპის ძეხვს. კიანტი "Riserva" (ანუ დაძველებული) სუფრასთან უფრო ძლიერი გემოს მქონე კერძთან (ძირითადად ხორცთან) ერთად გააქვთ. ასეთი კერძი შეიძლება შეივსოს სოკოს სოუსით ან დაძველებული ყველით. ასეთ ღვინოს 18-20 გრადუსზე სვამენ და უფრო დიდი ზომის ბოკლებს იყენებენ, ვიდრე ჩვეულებრივი კიანტის დროს.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script