E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

მორსი – გამაგრილებელი სასმელი 2006-07-10 14:17

მორსი  გამაგრილებელი სასმელია, რომელიც კენკრის, ხილის, ბოსტნეულისა და წყლისგან შაქრის ან თაფლის დამატებით მზადდება. არსებობს ამ სასმელის უამრავი რეცეპტი, რომელშიც მორსის დამზადება არამხოლოდ ერთი რომელიმე წვენის, არამედ სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის ნაერთისგან არის რეკომენდირებული.

 

სიტყვა "მორსი" ბიზანტიური წარმოშობისაა და "მურსასგან" წარმოდგება, რაც თარგმანში თაფლიან წყალს ნიშნავს. საინტერესოა, რომ პირველად მორსი შუა საუკუნეების რუსულ ლიტერატურაშია ნახსენები.

 

მორსის დასამზადებლად უფრო ხშირად შტოშს, ალუბალს, წითელ ან შავ მოცხარს, მოცვს, მაყვალს ან შოთხვს იყენებენ. კენკრას გულმოდგინედ რეცხავენ და საჭიროების შემთხვევაში ადუღებულ წყალს ავლებენ.  ამის შემდეგ სასმელს წურავენ და გემოვნებისამებრ, შაქრით ან თაფლით აზავებენ. გაწურვის შემდეგ დარჩენილ მასას კიდევ ერთხელ წურავენ და ჩაციებულ სასმელს ამატებენ, რის შემდეგაც მას აღარ ადუღებენ. გამზადებულ მორსს, ცივს ან ცხელს, ჭიქებში ასხამენ. ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით, სასმელში ლიმნის ან ფორთოხლის  ნაჭერს აგდებენ.

 

დღის განმავლობაში, ერთი ჭიქა წვენის მიღება აუცილებლად მიაჩნიათ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. სხვადასხვა ხილისა თუ ბოსტნეულისგან დამზადებული მორსი სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, ამიტომაც შევეცდებით ავხსნათ კონკრეტულად რატომ არის კარგი  და აუცილებელი ესა თუ ის წვენი:

 

  • ფორთოხლის წვენი-მდიდარია C ვიტამინით და ამაგრებს ჩვენს იმუნიტეტს;
  • ვაშლის წვენი-სასარგებლოა ჰიპერტონიის, სასუნთქი გზების პრობლემებისა და დიზბაქტერიოზის დროს. ის გამოდევნის კენჭს თირკმელიდან, ასევე რადიაქტიულ ნივთიერებებსა და ტოქსინებს;
  • ანანასის წვენი-კარგია სტრესის დროს, ხელს უწყობს გახდომის პროცესს, შეუძლია მოგიხსნათ სტრესი და მოადუნოს კუნთები;
  • ალუბლის წვენი-აძლიერებს ორგანიზმს და აუმჯობესებს მადას. შეიცავს ვიტამინებს B1, B9.  ალუბლის წვენის თავისებურება ის არის, რომ მას ანტიანთებითი მოქმედება ახასიათებს. ტომატის წვენი-გაგათავისუფლებთ წყურვილის შეგრძნებისგან, მდიდარია მინერალური ნაერთებით, შეიცავს C ვიტამინს. ის ასევე შეუცვლელია კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ტკივილის დროს;
  • ყურძნის წვენი-ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ეფექტურია გასტრიტის, ანემიისა და მაღალი წნევის დროს. ეხმარება სახის ჯანმრთელი ფერის შენარჩუნებაში და დადებითად ზემოქმედებს ნერვოზზე;
  • გარგარის წვენი-მისი მიღება სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს, ამაგრებს გულის კუნთს და ხელს აძლევს ზედმეტი ცხიმების გამოყოფას;
  • ატმის წვენი-აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ის რეკომენდირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ანემიის დროს;
  • ბროწეულის წვენი-სასარგებლოა, როგორც გამაჯანსაღებელი საშუალება, ის ეხმარება ორგანიზმს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში ავადმყოფობის შემდეგ და ეხმარება ანემიის დროს.

 

იმისთვის, რომ თავად შეძლოთ მორსის მომზადება, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

 

ალუბლის მორსი

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრამი ალუბალი

1 ლიტრი წყალი

120 გრამი შაქარი

 

გარეცხეთ ალუბალი, მოაცალეთ კურკა, გამოწურეთ წვენი, ჩაასხით მინის ქილაში, დაახურეთ და ჩადგით მაცივარში. გაწურვის შემდეგ დარჩენილ მასას დაასხით ცხელი წყალი და ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა გაწურეთ და ჩაამატეთ უკვე ჩაციებულ წვენში. ამის შემდეგ დაამატეთ  შაქარი და მიირთვით ცივად.

 

ვაშლის მორსი

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

125 გრამი ვაშლი

120 გრამი შაქარი

1040 გრამი წყალი

 

ვაშლი გარეცხეთ, გამოაცალეთ გული და გაწურეთ. დარჩენილ მასას დაასხით ცხელი წყალი,  ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში, მოგვიანებით კი გაწურეთ. ამის შემდეგ, ნაერთში დაამატეთ შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ უკვე გაციებული წვენი და მიირთვით ცივად.

 

ფორთოხლის მორსი

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

3 ლიტრი წყალი

4 ცალი ფორთოხალი

შაქარი (ფორთოხლისთვის) 350 გრამი

სულ ცოტა დარიჩინი 

 

გააცალეთ ფორთოხალს კანი და შიდა თეთრი საფარი, გადაავლეთ წყალი და გაწურეთ. დარჩენილ მასას დაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი, ფორთოხლის კანი, დარიჩინი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, მიღებული წვენი უკვე გაციებულ წვენს ჩაამატეთ. ფორთოხლის მორსი ჩაასხით ღია ჭურჭელში და შედგით მაცივარში.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script