E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

გერმანული ლუდი 2006-06-14 15:25

ამბობენ, რომ გერმანიაში ლუდის ყველაზე მეტი ნაირსახეობა არსებობს. პირველად ბავარიის გაიზენფელდში განსაკუთრებული "ქერის წვენის" შესახებ საუბარი 736 წელს დაიწყო. 766 წელს ლუდის ისტორიაში პირველად, ხელი მოეწერა შეთანხმებას ლუდის ქ. გაიზინდენიდან სანქტ გალენის მონასტერში მიწოდების თაობაზე.

 

შუა საუკუნეებში მონასტრები დიდ როლს თამაშობდნენ ლუდის წარმოებაში. სწორედ ამიტომ ბევრ ლუდს ახლაც რელიგიური ორდენების სახელი ჰქვია, ასე მაგალითად Paulaner ან "Franziskaner". თავდაპირველად ლუდს სამხრეთ გერმანიაში ხარშავდნენ. მოგვიანებით კი ის ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი წარმოება მთელ ქვეყანაში დაიწყო.

 

1516 წლის 23 აპრილს, ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმ IV-მ ლუდის სისუფთავესთან დაკავშირებით, სპეციალური დებულება გამოსცა, რომელსაც 1919 წლიდან გერმანიაში დიდი ძალა აქვს. მასში ნათქვამია, რომ ლუდის დასამზადებლად ნებადართულია მხოლოდ თავთავის, სვიისა (Humulus L.) და წყლის გამოყენება. ასე დაიბადა მსოფლიოში პირველი კანონი სასმელი პროდუქტის შესახებ.

1888 წელს მიუნხენში ლუდის ფასის უმნიშვნელოდ ზრდის გამო, არეულობა მოხდა. ამასთან, სამიკიტნოებში სტუმრები ისე იქცეოდნენ, რომ მთელი არც მაგიდა რჩებოდა და არც სკამი. ეს მოვლენები ისტორიაში Salvatorschlacht-ის სახელწოდებით შევიდა.

 

ლუდის სახეები

 

პილზნერი (Pils ან Pilsener)-ლუდი, რომლის დამზადების პროცესშიც საფუარი გამოიყენება. ის შედარებით მწარეა და 4-4,8% ალკოჰოლს შეიცავს. ის მთელ გერმანიაში იყიდება, თუმცა განსაკუთრებით აქტიურად სამხრეთ გერმანიაში. ამ სახეობის ლუდი 1842 წლის 5 ოქტომბერს პირველად ბოჰემიაში, ქ. პლიზენში მოხარშეს.

 

ხორბლის ლუდი (Weizen, Weissbier)-ფერმენტირებული ხორბლის ლუდი, რომელიც 5-5,4% ალკოჰოლს შეიცავს. მას ხილის სასიამოვნო გემო დაკრავს და განსაკუთრებით სამხრეთ გერმანიაშია გავრცელებული. როგორც წესი, ხორბლის ლუდი არაფილტრირებულია. მას თავისი ნაირსახეობებიც აქვს: ხორბლის მუქი ლუდი (Dunkelweizen), ფილტრირებული ხორბლის ლუდი (Kristallweizen).

 

ალტბირი (Altbi r ან Alt)-ეს სახელწოდება ლათინური სიტყვისგან altus (ზემოთ) მომდინარეობს. მას სვიის გემო აქვს. პილზნერის მსგავსად ის დაახლოებით, 4,8% ალკოჰოლს შეიცავს. ალტბირის სამშობლოდ დიუსელდორფი და რეინის ქვედა დინება ითვლება.

 

 

კელში (Kölsch)-ეს ლუდი მხოლოდ ქ. კელშში იხარშება. მას მწარე გემო და სვიის მსუბუქი არომატი აქვს. შეიცავს 4,5% ალკოჰოლს.

 

შავი ლუდი (შვარცბირი, Schwarzbier)-ლუდს ეს სახელი თავისი ფერის გამო ჰქვია. თუმცა დღეს უფრო ღია ფერის ამავე ლუდის წარმოებაც შესაძლებელია. შეიცავს 4,8-5% ალკოჰოლს. ძირითადად იწარმოება დასავლეთ გერმანიაში.

 

ბერლინერ ვაისე (Berliner Weise)-მას მსუბუქად მომჟავო გემო აქვს. შეიცავს 2,8 % ალკოჰოლს, რაც ლუდისთვის ძალიან ცოტაა. ლუდის ეს სახეობა ბერლინში მზადდება.

 

ექსპორტი (Export)

 

ღია ფერის ლუდი (ჰელლეს, Helles)

 

ბოკ, ბოკბირი (Bock, Bockbier)-6-10 %-იანი მაგარი ლუდი. მისი ნაირსახეობებია: დოპელ-ბოკი (Doppelbock), მაი-ბოკი (Maibock), ვაიცენ-ბოკი (Maibock), აის-ბოკი (Maibock).

რაუხბირი (Maibock)-მუქი ლუდი სპეციფიური გემოთი

 

ჭვავის ლუდი (Maibock)

 

მარტის ლუდი (მერცენი, Maibock)

 

მუქი ლუდი (დუნკელი, Maibock)

 

ფესტბირი (Maibock)-ლუდი, რომელიც იხარშება შემოდგომაზე, ისეთი დღესასწაულებისათვის, როგორიცაა ოტობერფესტი.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script