E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

აბსოლუტი 2006-05-20 10:45

გასულ საუკუნეში შვედეთში ცხოვრობდა ექცენტრიული, უაღრესად დიდი ტალანტის მქონე მრეწველი ლარს ოლსონ სმიტი. ის შვედეთის სამხრეთით, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ლარსი ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი კომერციული ალღოთი. 11 წლის იყო მუშაობა რომ დაიწყო და თხუთმეტი წლის ასაკში მსხვილ მაღაზიაში მთავარი გამყიდველი გახდა. მას შემდეგ, რაც ლარსს და მაღაზიის მფლობელს შორის კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვა, მან მაღაზია დატოვა, საკუთარი სავაჭრო ობიექტი გახსნა და კლიენტები თავისთან წაიყვანა.

 

1878 წელს, ლარსმა Absolut Rend Brendving-ის მარკით არაყი გამოუშვა. მარკა ქართულად ითარგმნება როგორც "აბსოლუტურად სუფთა არაყი". ოფიციალურმა მთავრობამ გადაწყვიტა ლარსი ბაზრიდან მოეშორებინა და ამ მიზნით, სტოკჰოლმში მისი კომპანიის არსებობისთვის მიუღებელი პირობები შემოიღო. ამაზე მეწარმემ მსხვილი მარკეტინგული სვლით უპასუხა. მან თავისი მაღაზიები ქალაქთან ახლოს მდებარე კუნძულზე გადაიტანა. ააგო ნავმისადგომი, დაიქირავა ნავები და მენავეები, რომელთაც უფასოდ გადაჰყავდათ ის მგზავრები, რომელთაც მისი არყის დაგემოვნება ან შეძენა სურდათ.

 

"აბსოლუტი" ეს არის მარცვლისგან უძველესი შვედური რეცეპტით დამზადებული არაყი, რომელიც ქვეყნის გარკვეულ ნაწილში მოჰყავთ. თავის დროზე ეს პროდუქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტისთვის შეიქმნა. კლასიკური "აბსოლუტის" ალკოჰოლური სიმაგრე 40-45%-ს შეადგენს.

 

ლარს ოლსონ სმიტმა მოიგონა სასმელის გაწმენდის საუცხოო მეთოდი ე.წ. რექტიფიკაცია, რომელიც ამ დღემდე გამოიყენება. მან სამჯერ დააარსა უმსხვილესი ფინანსური კომპანია, მაგრამ, სამწუხაროდ, სიღარიბეში გარდაიცვალა. არსებობს "აბსოლუტის" სხვადასხვა ნაირსახეობა, მაგრამ ამ სასმელის ყველა ბოთლს მისი გამომგონებლის ლარს ოლსონ სმიტის პორტრეტი ამშვენებს.

 

 

 

წიწაკის აბსოლუტი (ABSOLUT PEPPAR)

წიწაკის  აბსოლუტს შვედეთი აწარმოებს. ბაზარზე ის პირველად 1986 წელს იქნა წარმოდგენილი, როდესაც გაჩნდა მოთხოვნა ძლიერ გემოზე. აღსანიშნავია, რომ წიწაკას ოდითგანვე გამოიყენებდნენ სამკურნალო და გასტრონომიური მიზნებისათვის. ABSOLUT PEPPAR-ს სუფთა და ამასთან, ცხარე გემო აქვს. არყის დამზადების პროცესში გამოყენებულია ცხარე წითელი წიწაკის Capsicum და მწვანე წიწაკის Jalapeno კომბინაცია, რაც მას სასიამოვნო გემოს ანიჭებს. არაყი ABSOLUT PEPPAR იდეალური საფუძველია კოქტეილების უთვალავი კომბინაციების შექმნისთვის.

 

 

 

 

მანდარინის აბსოლუტი (Absolut mandrin)

გამოხდის განსაკუთრებული მეთოდის წყალობით, ეს არაყი მინაერთების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს. აბსოლუტის არყის ეს ნაირსახეობა ერთადერთ ქარხანაში ისხმევა, რომელიც ქ. ოხუსში (Ahus) მდებარეობს და რაც მაღალ ხარისხს განაპირობებს. მანდარინის აბსოლუტის შემადგენლობაშია მაღალხარისხიანი მარცვლოვანი სპირტი (ხორბალი), არომატიზატორი: მანდარინის ესენცია. მასში ალკოჰოლის შემცველობა 40 %-ს შეადგენს და  ფერი არა აქვს. რეკომენდირებულია სუფრაზე გატანამდე მისი გაციება, ის არაჩვეულებრივად ერწყმის სლავური და ევროპული სამზარეულოს კერძებს. გარდა ამისა, მანდარინის გემოს მქონე არაყი ბევრი კოქტეილის შემადგენელი ნაწილია.

 

 

 

აბსოლუტ ციტრონი (Absolut citron)

დღეს "აბსოლუტ ციტრონი" პირველად წარმოდგენილ იქნა 1988 წელს, როგორც გამაგრილებელი სასმელი. "აბსოლუტ ციტრონი" მზადდება გადარჩეული მარცვლისაგან და აქვს ციტრუსის საუცხოო არომატი. მისი ღირსება იმაშია, რომ "აბსოლუტ ციტრონი" შეგიძლიათ სუფრასთან გაიტანოთ სუფთა სახით ან ყინულთან ერთად. ბევრი პროფესიონალი ბარმენისთვის კი ის ბევრი კოქტეილის დამზადების საშუალებაა.

 

 

 

შავი მოცხარის აბსოლუტი (ABSOLUT KURANT)

არსებობს შავი მოცხარისგან არყის გამოხდის უძველესი ტრადიცია, რაც იმთავითვე განპირობებული იყო ამ მცენარის სამკურნალო თვისებებითა და ასევე არაყში  მისი სასიამოვნო გემოთი. შავი მოცხარი (Kurant) ყურძნის "შორეულ ნათესავად" ითვლება და ჩრდილოეთ რეგიონში ხარობს. არაყი "აბსოლუტ კურანტი" 1992 წლიდან იწარმოება და უნდა აღინიშნოს, რომ ის "აბსოლუტის" ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. თავისი დამახასიათებელი გემოს გამო, ამ სახეობის აბსოლუტი საუცხოო გემოს სძენს კოქტეილებს. მოცხარის გემო კარგად ერწყმის ფორთოხლისა და სხვა ციტრუსის წვენებს. საინტერესოა, რომ ABSOLUT KURANT წამყვანი მარკის არყებში ერთადერთია შავი მოცხარის არომატით.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script