E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

AGWA 2006-05-04 14:56

AGWA-ეს არის მსოფლიოში პირველი ფსიქოაქტიური ლიქიორი, რომელიც Paullinia cupana-ს (მცენარე, რომელიც ველურად იზრდება ბრაზილიასა და ვენესუელაში), Panax Ginseng-სა (მრავალწლოვანი მცენარე) და ბოლივიური კოკის (ეს არის მცენარე, ცხოვრებისეული ძალების ბუნებრივი წყარო) ექსტრაქტს შეიცავს.

 

ამ სასმელის რეცეპტის შემმუშავებელთათვის შემოქმედებით იმპულსად იქცა დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიის, Paullinia cupana-სა და ბოლივიური კოკის გამოყენების სამხრეთ ამერიკელ ინდიელთა მისტიკური რეცეპტი. აღსანიშნავია, რომ Panax Ginseng ცნობილია, როგორც არაჩვეულებრივი ენერგეტიკული საშუალება, რომლის უნიკალური მახასიათებლებიც გამოყენებულ იქნა ამ სასმელში.

 

AGWA არ არის მხოლოდ ახალი ლიქიორი, არამედ არის ალკოჰოლური სასმელების ახალი ტრადიცია, რომლის სიახლეც თავის თავში უძველეს მისტერიებს აერთიანებს. AGWA-ს გამოყენების რიტუალმა ნამდვილი ფურორი მოახდინა მთელი მსოფლიოს საკლუბო კულტურაში. სასმელის წარმატება მართლაც სოლიდურია.

 

რეალურად, AGWA სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს. ეს ლიქიორი აძლიერებს ფიზიკურ აქტივობას, ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს. მისი დალევა აბსოლუტურად სხვა შეგრძნებებს განგაცდევინებთ, რომელიც დანარჩენი სპირტიანი სასმელებისგან განსხვავდება. ამის მიუხედავად, უნდა იცოდეთ, რომ არ არის სასურველი ერთი საღამოს განმავლობაში სამზე მეტი ჭიქა AGWA მიიღოთ. ამ რეკომენდაციის დაცვა შეგაძლებინებთ მაქსიმალურად ისიამოვნოთ აღნიშნული სასმელით.

 

AGWA-ბოლივიური კოკის ფურცლები

 

4000 წლის წინ, ბოლივიის აბორიგენ მოსახლეობას შორის ამ ფურცლებს სხვადასხვა რიტუალის შესასრულებლად იყენებდნენ. ჩვენს დროში, ფერმერები და მეშახტეები ამ ფურცლების ჩაის მიირთმევენ, ან ხშირად ღეჭავენ. კონკრეტულად, ბოლივიელისთვის, ამ ფურცლების მნიშვნელობა დილის ყავას უტოლდება. მისი ეფექტი კოფეინის ზემოქმედებას ან მსუბუქ თამბაქოს შეიძლება შევადაროთ. თუმცა მთავარი ეს როდია, კოკა-ეს არის ცხოვრებისუელი ძალების ბუნებრივი წყარო, რომელიც ზრდის ორგანიზმის ენერგიასა და ბრძოლისუნარიანობას. გარდა ამისა, ის შეიცავს ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანულ ნივთიერებებს: 100 გრამი კოკა დღეში მთლიანად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას კალცზე, რკინაზე, ვიტამინებზე  A და B.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ასოციაციის დაკვირვებით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული მცენარით, არ შეინიშნება დამოკიდებულების გაჩენა ან გონების დაბინდვა. კოკა არ წარმოადგენს კოკაინის მთავარ ინგრედიენტს. AGWA-ს ისტორია დაკავშირებულია ინკებთან, რომლებიც Machu Pichu-ს მთებში ცხოვრობდნენ.

 

სასმელის შემადგენლობაში ასევე შედის Paullinia cupana და Panax Ginseng.

 

AGWA- Paullinia cupana

 

Paullinia cupana უნიკალური მცენარეა, რომელსაც საუცხოო თვისებები გააჩნია. ბრძენმა ინდიელებმა კარგად იცოდნენ მისი ზემოქმედების შესახებ. ის ახდენს ნერვული სისტემის სტიმულირებას, ხელს აძლევს დამაკმაყოფილებელ ემოციონალურ მდგომარეობას, ასევე ასტიმულირებს ადრენალინის გამოყოფას. სამხრეთამერიკელი ინდიელები მცენარეს ახმობენ, შემდეგ მას წყალსა და ფქვილში ურევენ პასტის კონსისტენციამდე. მოგვიანებით, მიღებულ მასას ისევ აშრობენ და ტკბილ წყალში მოხარშვის დროს მისგან 5% კოკაინს გამოდევნიან. პარალელურად, კოფეინის ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს გაღიზიანება, ნერვულობა და შფოთვა, ასევე თავის ტკივილი და უძილობა. კოფეინის ზემოქმედება სწრაფად იგრძნობა. 100 გრამი კოფეინის მიღების შემთხვევაში, ის ზემოქმედებას 10 წუთში დაიწყებს და თავის პიკს ერთი საათის განმავლობაში მიაღწევს.

 

AGWA-Panax Ginseng

 

აღმოსავლეთში მცხოვრებნი მას სიყვარულისა და ნაყოფიერების მაგიურ მცენარედ მიიჩნევენ, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბევრი ბიოლოგიური პროცესის სტაბილიზაციას ახდენს. ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ხელს აძლევს სულიერი და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევას. სწორედ ამიტომ Panax Ginseng-ს "სიცოცხლის ფესვს" უწოდებენ. მცენარის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, თუმცა არსებობს მისი ამერიკული ნაირსახეობა, რომელიც ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით იზრდება და ჩინურ ანალოგს არაფრით ჩამოუვარდება. Panax Ginseng-ს ტკბილი გემო და არომატი აქვს. ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ამახვილებს კონცენტრაციას, ამცირებს ფიზიკურ და სულიერ გადაღლას, ახდებს იმუნური სისტემის აქტივიზაციას, ამსუბუქებს სტრესულ მდგომარეობასა და ა.შ.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script