E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








პოპულარული სასმელები

ღვინო 2006-04-01 15:59

თუ ამ სასმელს ქიმიკოსის შეიარაღებული თვალით შევხედავთ, ჩვენს წინ უნიკალური სურათი გადაიშლება. მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა-კალიუმი, კალცი, ვიტამინები, მინერალური ნაერთები და ა.შ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ღვინის შემადგენლობაშია თავისუფალი რადიკალების, რაც გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს, შემვსები ნივთიერება ფარმაკოლოგიური მახასიათებლებით, აღფრთოვანება ნამდვილად შეიძლება.

 

აქედან გამომდინარე, თითქოს წინ არაფერი უდგას იმას, რომ ღვინო მიირთვა და დატკბე, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ეს იოგურტი კი არა, ღმერთების სასმელია...

 

დავლიოთ თუ არ დავლიოთ?

 

მეცნიერები ადასტურებენ, რომ ღვინოს შეუძლია სისხლძარღვებში თრომბის გაჩენის რისკი შეამციროს, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, მოახდინოს ორგანიზმის გაახალგაზრდავების სტიმულაცია. პარალელურად, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ღვინის სმა კატეგორიულად ეკრძალებათ ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამიანებს, ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებს. გარდა ამისა, სწორედ ის ნაერთები, რომელიც ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების ბლოკირებას ახდენს, ხელს აძლევს შაკიკის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ზოგჯერ სასმელი შეიძლება ალერგიულიც აღმოჩნდეს და მაღალი ტემპერატურის პროვოცირებაც მოახდინოს. ამიტომაც შეიძლება დაგებადოთ შეკითხვა: "დავლიოთ, თუ არ დავლიოთ?", რაზეც პასუხი საკმაოდ მარტივია, რა თქმა უნდა, უნდა დალიოთ, ოღონდ არა ყველაფერი და არა ყოველთვის.

 

ღვინის შეფასების დროს არსებობს შემდეგი კრიტერიუმები:

 

*პირველყოვლისა სასმელი გამჭვირვალე უნდა იყოს. თუ შევსებული ბოკალიდან მაგიდის გადასაფარებელი მკვეთრად ჩანს, ეს უკვე ღვინის სასიკეთოდ მიუთითებს. თავად სასმელსაც განსაზღვრული ფერი უნდა ჰქონდეს. თუ წითელი ღვინო ახალგაზრდაა, დასაშვებია მისი ალუბლისფერი, ბროწეულისფერი შეფერილობა. დაძველებასთან ერთად ღვინო ფერს იცვლის, მაგალითად, ფორთოხლისფერი ღვინის ფერმა შეიძლება ხახვის ფურცლის შეფერილობა შეიძინოს.

 

*შეფასების შემდეგი კრიტერიუმი ეს მისი სუნია. სასმელის სურნელის შესატყობად საჭიროა ღვინო კარგად შეანჯღრიოთ ბოკალში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ყველაზე გამოცდილი დეგუსტატორი შეძლებს განსაზღვრული სორტის სასმელის სრული არომატის გაგებას. მთავარია, რომ სასმელს არ ჰქონდეს მკვეთრი ძმრის სურნელი. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნამდვილ ღვინოს შეისუნთქავთ, აუცილებლად მოგინდებათ მისი გასინჯვა. გემოს ოთხი მახასიათებლიდან-სიმწარე, სიტკბო, მჟავიანობა და მარილი, ღვინოში ეს უკანასკნელი არ ფიგურირებს. თეთრ ღვინოში თავისუფლად შეიგრძნობთ მჟავიანობასა და სიტკბოს, წითელ ღვინოში ამ ყველაფერს ოდნავი სიმწარე ემატება. თუ სასმელის ხარისხი მაღალია, არცერთი მახასიათებელი არ უნდა ჩრდილავდეს ერთმანეთს.

 

სასმელის გემოს სრულად გასახსნელად მნიშვნელოვანია მისი ტემპერატურა. თეთრი ღვინო სიგრილეს ამჯობინებს, ხოლო წითელი - სითბოს. ყოვლად დაუშვებელია ღვინის საყინულეში ჩადება, ღვინო არაყი არ არის.

 

 

ბოთლი და შეფუთვა

 

როგორ ვიყიდოთ ხარისხიანი ღვინო, თუკი მისი გემოს გასინჯვა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით ეტიკეტს. რაც უფრო მეტი ინფორმაციაა მასზე, მით უფრო ხარისხიანია მისი შემადგენლობა. ხარისხს მედლების რაოდენობაც უზრუნველყოფს და ისიც, თუ როგორ გამოიყურება ეტიკეტი. თუ ეტიკეტზე სამზე მეტი ფერია, ეს ცუდი ნიშანია.

ღვინის შეძენის დროს ყურადღება გაამახვილეთ სამ საკითხზე, პირველი-რამდენის გადახდა შეგიძლიათ, 2) გაითვალისწინეთ თუ რა ტიპის დღესასწაულისთვის გჭირდებათ ღვინო და 3) შეადგინეთ მენიუ.

თუ თქვენ უფრთხილდებით საკუთარ ფიგურას, მაშინ იცოდეთ, რომ მშრალი ღვინოები ნაკლებად კალორიულია, მაგალითად, 100 გრამ მშრალ, თეთრ ღვინოში 60-70 კ/კალ-იაა. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ღვინის კალორიულობა დამოკიდებულია შაქრის პროცენტულ შემცველობასა და სიმაგრეზე.

 

 

ხარისხიდან რაოდენობამდე

 

ალბათ, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, თუ რამდენი შეიძლება დავლიოთ. ყოველდღიურად, პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ მიიღოთ 100, 200 გრამი ღვინო, ხოლო მაქსიმუმ ნახევარი ლიტრი სამკურნალოდ ან გადაღლის მოსაცილებლად. თუმცა სტრესისგან ასე გათავისუფლება რეკომენდირებული არ არის მათთვის, ვისაც თირკმელების პრობლემა აქვს, აწუხებს საჭმლისგადამამუშავებელი სისტემა და ა.შ. თუ სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებით, ღვინო საუკეთესო საშუალებაა ვირუსებთან და მიკრობებთან საბრძოლველად. სურდოს, ბრონქიტის ან ფილტვების ანთების სამკურნალოდ სასურველია მიიღოთ ერთი ჭიქა ცხელი წითელი ღვინო შაქრით ან თაფლით.



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script